გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხორავას ქუცაზე თანატოლების მკვლელობაში ეჭვმიტანილის მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.
გუშინ, თბილისში, ხორავას ქუცაზე ადგილი ჰქონდა მოზარდებს შორის სისხლიან გარცევას, შედეგად ორი მოზარდი მძიმედ დაჭრეს, ერთ-ერთი მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მისი სიცოცხლის გადასარჩენად რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი 20 საათის განმავლობაში იბრძოდა, თუმცა 51-ე სკოლის მეთერთმეტე კლასელის გადარცენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დანაშაულში ეჭვმიტანილი, 2001 წელს დაბადებული მოზარდი დააკავეს, მიმდინარეობს კიდევ ერთი ეჭვმიტანილის სამძებრო სამუშაოები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






