ვერაზე მომხდარის მკვლელობა - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ავთანდილ იმედაძის განცხადებით, პირადად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე იყო ჩართული მედიკამენტებთან და მარაგებთან დაკავშირებით და გადამოწმებული იყო, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არსებობდა. იმედაძის თქმით, საჭირო იყო მხოლოდ ე.წ. თრომბო მასა, რომელიც არ ინახება და ორმა კლინიკამ გუშინ სასწრაფოდ დაამზადა.
”რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა სისხლი, გუშინდელი დღიდან, პირადად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად იყო გავლილი ყველა შესაძლო გართულებები და მასთან დაკავშირებული მედიკამენტები და სხვა საშუალებები, მარაგები. თუ რამე ბანკი არსებობდა, მე მგონი ყველა ხელმძღვანელმა პირადად დამირეკა და დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ ვუთხარით, რომ საჭიროება არ იყო. საჭიროება გვქონდა მხოლოდ ე.წ. თრომბო მასის, რომელსიც ორმა კლინიკამ სასწრაფოდ დაამზადა. ეს არ მზადდება, არ ინახება და შემნახველი სისტემა არ არსებობს. იმაზე საუბარი, რომ სისხლი არ იყო არ შეიძლება. გამორიცხული იყო, რომ სისხლი არ ყოფილიყო. ბევრი ინციატივა იყო, რაიმე საჭიროება არსებობდა თუ არა დახმარების. შეიძლება კერძო ინიციატივა გამოიჩინა რომელიმე კომპანიამ”, - განაცხადა იმედაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






