"ჩემი ორივე მოსწავლე სისხლის გუბეში იწვაა... ვყვიროდი, „ისუნთქე“, შენთან ერთად ვარ..." - რას იხსენებს 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე
საზოგადოება - 15:32, 02 Dec, 2017     46186
51 -ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილისა და პედაგოგების დაკითხვა დღეს გაგრძელდება.

როგორც „კვირას“ დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ განუცხადა, დღეს საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება, ის სამართალდამცავების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოფირებს გამომძიებლებთან ერთად დაათვალიერებს. თინათინ ყენიას ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაცია გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება, რათა დამნაშავის ვინაობა დადგინდეს.

სკოლის დირექტორის მოადგილე გარდაცვლილ ლ.ბ-სა და დაჭრილ დ.ს-ს დადებითად ახასიათებს, ამბობს, რომ ორივე მოსწავლე კარგად სწავლობდა და ისინი კონფლიქტური მოზარდები არ იყვნენ. ორივე მათგანი 51-ე საჯარო სკოლაში დიდი ხანია სწავლობენ. ამავე სკოლაში სწავლობს გარდაცვლილის ძმა, რომელიც მე-9 კლასშია. ამავე კლასის მოსწავლეა, დაჭრილი დ.ს.-ძის დაც. თავად თინათინ ყენია აღნიშნულ სკოლაში უკვე ხუთი წელია, დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. დაჭრილი მოსწავლის დედა უცხოეთში სამუშაოდ იმყოფება, ხოლო შვილებს ზედმეტად ყურადღებას მამა აქცევდა.

თინათინ ყენია „კვირასთან“ ინტერვიუში გუშინ მომხდარ ფაქტს დეტალურად იხსენებს.

„სასწავლო პროცესი უკვე დასრულებული იყო, დაახლოებით 2 საათი ხდებოდა, აივნიდან ვიყურებოდი, როდესაც სკოლის ეზოში უცხო ბიჭები შევნიშნე. მათ შორიახლოს ჩემი მოსწავლეებიც დავინახე. იქ იდგნენ ლ.ბ-ც და დ.ს.-ც. იქვე იყვნენ სხვადახვა კლასის მოსწავლეების მშობლებიც. აივნიდან თვალყურს ვადევნებდი და ბიჭებს მოუწოდე, რომ სკოლის ეზოში დიდხანს არ გაჩერებულიყვნენ და სახლებში დროულად მისულიყვნენ. ამის შემდეგ, ბიჭებმა ბაქრაძის ქუჩისკენ გაუხვიეს და სკოლის ტერიტორიას განერიდნენ. მე მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ვთხოვე, რომ ბაქრაძის ქუჩა დაეთვალიერებინა. რამდენიმე წუთში, მანდატურმა მითხრა, რომ სკოლის გარე პერიმეტრი და ბაქრაძის ქუჩაც დაათვალიერა, მაგრამ იქ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები არ შეუნიშნავს.

აივნიდან ოთახში შემოვედი, მშობლები მელოდებოდნენ, სხდომა უნდა დაგვეწყო, რომ უცებ კივილი ატყდა, „დავიღუპეთო“, სკოლის შენობა დავტოვე და კივილის ხმას გავყევი, ბაქრაძის ქუჩას გავცდი და თარხნიშვილის ქუჩაზე (ხორავას) აღმოვჩნდი. ჩემი ორივე მოსწავლე სისხლის გუბეში იწვა. ლ.დ. სადარბაზოს კიბეზე იყო მისვენებული, სისხლისგან იცლებოდა, ბავშვს ვეფერებოდი, მაგრამ კონტაქტური აღარ იყო. გზის მეორე მხარეს, კორპუსის არკასთან, დ.ს. ძირს ეგდო. რას ვაკეთებდი, აღარ მახსოვს. ვყვიროდი, „ისუნთქე“, შენთან ერთად ვარ, სასწრაფო დროზე – მეთქი, იქ უამრავი ხალხი დამხვდა, მათ სასწრაფოში უკვე დარეკილი ჰქონდათ, მაგრამ სასწარაფო იგვიანებდა. როდესაც ლ.დ. სასწრაფოს მანქანაში შეიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო. ვცდილობდი დ.ს. მაინც გადამერჩინა, ბავშვს სულ ჩავძახოდი, არ მინდოდა მოდუნებულიყო. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას თინათინ ყენია.

სკოლის დირექტორის მოადგილე ადასტურებს, რომ მისი მოსწავლეებს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. თინათინ ყენია კატეგორიულად უარყოფს გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მანდატურის თანამშრომელმა მოჩხუბარი მოზარდები დააშოშმინა.

„ჩხუბი სკოლის ეზოში არ დაწყებულა, არც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველაფერი მოხდა სკოლის შენობის გარეთ, თარხნიშვილის ქუჩაზე“, – ამბობს თინათინ ყენია.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნისწინ, დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. მომდარის გამო უკვე დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი ხოლო მეორე მიმალულია და მიმდინარეობს მისი დაკავების საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით)",





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42