16 წლის ბიჭის მკვლელობა, სავარაუდოდ გოგოს გამო მოხდა - რას ჰყვებიან თვითმხილველები
კრიმინალი - 19:19, 01 Dec, 2017     35275
ვერაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევა 16 წლის ბიჭის მკვლელობით დასრულდა. 51-ე სკოლის მე-11-ე კლასის მოსწავლე ლ.დ-შვილი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. ერთი მოზარდი კი მიძიმედ მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

თვითმხილველი ინფორმაციით, მესამე დაზარალებულს თავი აქვს გატეხილი. გარჩევაში დაახლოებით 15-მდე ბიჭი მონაწილეობდა. ერთერთი ვერსიით დაპირისპირება 51- და 53-ე სკოლის მოსწავლეებს შორის გოგოს გამო მოხდა. თუმცა, იფნორმაციას, რომ ჩხუბში 53-ე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორი ეკა გახარია.

სკოლის მოსწავლეების დაპირისპირების თვითმხილველი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

,,ამ წუთას ვერაზე იჩხუბეს უფროსკლასელებმა. დანით დაიჭრა 2 ბიჭი. ჭრილობები მძიმეა. არ ვიცი გადარჩებიან თუ არა. პატრულტან დარეკვა იყო შეუძლებელი. დავუკავშირდით ძლივს. სასწრაფო მოვიდა ასევე ძლივს.

ჩხუბი იყო დიდი, ბევრი მოსწავლით“ - წერდა ნიკა ვაჩეიშვილი.

"დიდი აურზაური, ქაოსი შეიქმნა უცებ. დავინახეთ სისხლიანი ბავშვები, საშინელი მდგომარეობა იყო. ახალგაზრდა საყვარელი ბიჭების, სკოლიდან ახალგამოსული ბიჭების საშინელი ჩხუბი. უცებ დაეტაკნენ ერთმანეთს და ერთი გაკვირვებულიც კი იყურებოდა, სისხლი რომ მოსდიოდა,“- აღნიშნა ვაჩეიშვილმა.

თვითმხილველების თქმით, ძალიან ხიშრია შემთხვევა, როცა მოზარდები ქუჩაში იკრიბებიან იმ დროს, როცა ისინი წესით სკოლაში უნდა იყვნენ.

ინციდენტი ხორავას ქუჩაზე, დაახლოებით, 14:00 საათზე მოხდა.

პოლიციამ უკვე ამოიღო როგორც 51-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟებული, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42