"წავალთ ყველა ერთად სახლში" - ოზურგეთის "მედალფაში" მედპერსონალი გაიფიცა
საზოგადოება - 12:19, 01 Dec, 2017     2254

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მედპერსონალი გაიფიცა. გაფიცვის მთავარ მიზეზად დაგვიანებულ ხელფასებს ასახელებენ.

როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ გაფიცვის მიზეზი დაგვიანებული ხელფასებია.

მათ ამდრომდე ოქტომბრის ხელფასიც არ მიუღიათ. ადმინისტრაცია ვერ ეუბნება მათ თუ როდის შეძლებენ კუთვნილი ხელფასების მიღებას „ჩვენ ადამიანები ვართ გვყავს ოჯახები, ღამეებს ვათენებთ იმისთვის რომ პაციენტებს მოვემსახუროთ, გვაქვს ბანკის ვალები პასუხისმგებლობა ბანკთან ურთიერთობაში, ვერავინ გვეუბნება თუ როდის დარიგდება ხელფასი, აქედან გამკომდინარე გადავწყვიტეთ პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა"-გვეუბნებიან ექიმები.

"თუ ჩვენი სახელფასო დავალიანების გასტუმრება დროულად არ მოხდება, დავწერთ ყველა ერთად განცხადებას და წავალთ სახლში. ასე არ შეიძლება, ახლაც ბანკიდან მირეკავენ, იმიტომ, რომ პროცენტის გადახდა დამაგვიანდა. როგორ ავუხსნა ბანკის თანამშრომლებს, რომ კუთვნილ ხელფასს ვერ ვიღებ და ამის გამო შემექმნა პრობლემა? გაითვალისწინებს"?

"ისედაც მიზერულია ჩვენი ხელფასები და ამის დაგვიანებაც უკვე აუტანელია. ჩვენ არ გავურბივართ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას პაციენტების წინაშე და მათ უყურადღებოდ არ დავტოვებთ, მაგრამ, ადამიანები ვართ ჩვენც. რაც გვეკუთვნის იმას ვითხოვთ, მეტს ხომ არა? ვერაფერს ვერ გვპასუხობენ როდის იქნება, რატომ შეიქმნა პრობლემა, არაფერი არ ვიცით.

მედალფას გენერალური დირექტორი, გია ამბროლიანი აცხადებს, რომ პრობლემის შექმნა საყოველთაო დაზღვევის მხრიდან კლინიკის დაჯარიმებამ გამოიწვია:

"საყოველთაო დაზღვევამ კლინიკა 800 000 ლარით დააჯარიმა. შესაბამისად, ეს თანხები აისახება შემოსავლებში და რა პროპორციითაც არის დანაკლისი იმ პროპორციით დარიგდება ხელფასები.

ეს -საყოველთაო დაზღვევის დაჯარიმება- გასაჩივრებულია შესაბამის ინსტანციაში, ვფიქრობთ რომ დაჯარიმება მოხდა უკანონოდ

სამწუხაროდ ამ სიტუაციიდან გამოსვლა სხვაგვარად არ შეგვიძლია. აისახება თავისთავად ხელფასებზე ეს ყველაფერი, რადგან ნებისმიერი ხელფასი, მიბმულია შემოსავლებზე"-აცხადებს ამბროლიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42