ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. მიუხედავად მთავრობების, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, ექიმების აქტიური მუშაობისა, აივ /შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ ერთ უდიდეს სოციალურ, ეკონომიკურ და სამედიცინო გამოწვევად.
გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) მოწოდებით 2017 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია ”ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება!”, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის უფლება. ყველასათვის სამედიცინო მომსახურება და მკურნალობა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და დისკრიმინაციის გარეშე.
საქართველო უკვე 26-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. საპირველდეკემბრო კამპანიის ფარგლებში შიდსის ცენტრი და საქართველოს შიდსის ასოციაცია ოფიციალურად წარადგენს ინიციატივას - „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!“
ინიციატივა ითვალისწინებს ეპიდემიის სრულ დამარცხებას UNAIDS-ის 90-90-90 მიზნების შესრულების გზით. საქართველოში პრაქტიკულად უკვე სრულდება არვ მკურნალობისა და ვირუსის სუპრესიის მიზნები (მე-2 და მე-3 მიზნები). 2004 წლიდან საქართევლომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, უზრუნველყო არვ მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რაც ასახულია WHO-ს და UNAIDS-ის ოფიციალურ დოკუმენტებში.
შესასრულებელია გამოვლენასთან დაკავშირებული პირველი მიზანი. ამ გზით შესაძლებელი იქნება მიღწეულ იქნას ეპიდემიის დასრულების კრიტერიუმი - აივ/შიდსის ახალი შემთხვევების შემცირება სულ ცოტა 90%-ით.
სადღეისოდ, შიდსის ეპიდემიის დაძლევის ყველაზე პერსპექტიული მიმრათულებაა ე.წ. მკურნალობა პრევენციისათვის. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ აივ ინფიცირებული, რომელიც იმყოფება ხარსიხიან არვ მკურნალობაზე და მის ორგანიზმში აივ-ის კონცენტრაცია არაგანსაზღვრადია, მაშინ ეს პირი განეიტრალებულია როგორც ინფექციის წყარო და ის ინფექციას აღარ ავრცელებს. შესაბამისად სტრატეგია „მკურნალობა პრევენციისათვის“ ითვალისწინებს ყველა აივ/შიდსით ავამდყოფის გამოვლენას, მათ დაუყოვნებლივ ჩართვას სამკურნალო სერვისებში და ვირუსის არაგანსაზღვრადი დონის უზრუნველყოფას.
აივ/შიდსი მსოფლიოში UNAIDS-ის მონაცემებით 2016 წელს:
მსოფლიოში 36.7 მილიონი აივ/შიდსით ავადმყოფი იყო,
დაინფიცირდა 1.8 მილიონი და გარდაიცვალა 1 მილიონი ადამიანი,
20.9 მილიონი იმყოფება არვ თერაპიაზე.
აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში
2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია:
საქართველო მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით კვლავ მიეკუთვნება დაავადების დაბალი გავრცელების ქვეყნებს.
შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა.
აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 12000
შიდსი განუვითარდა 3648 ავადმყოფს და 1339 გარდაიცვალა
უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა
მასალის გამოყენების პირობები






