თეატრის უხუცეს მსახიობებს, ვარსკვლავების კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა მიულოცეს.
ვარსკვლავების გახსნამდე რუსთავის თეატრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განახლებულ ,,ცისფერ დარბაზში’’ სპექტაკლის პრემიერაც გაიმართა. თეატრის ახლად დანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, ,,ოსკარის“ მფლობელი, ცნობილი ბრიტანელი დრამატურგისა და სცენარისტის - რონალდ ჰარვუდის ,,კვარტეტი“, რომლის ქართული ვერსიის ავტორიც თამაზ გოდერძიშვილია წარმოადგინა.
სპექტაკლში ,,კვარტეტი“ რუსთავის თეატრის ძველი თაობის მსახიობები ირაკლი ბექაია, გია ტყეშელაშვილი, ბადრი კაკაბაძე, გალინა კიკნაძე, ნათელა მუხულიშვილი და ახალგაზრდა მსახიობი ლუკა ციხისთავი მონაწილეობდნენ. სპექტაკლის სცენოგრაფიაზე თავად რეჟისორმა იმუშავა, კოსტუმების მხატვარი თამარ მალაზონია, კომპოზიტორი კი ნატო თოთიბაძეა.
თეატრის ფოიეში თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მსახიობისა და თეატრის ყოფილი დირექტორის ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ, წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა. წიგნის ავტორი თეატრმოცდნე ვაჟა ძიგუა გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები