“რომპეტროლის” გათამაშებაში გამარჯვებულს Mercedes-Benz E 200 საზეიმოდ გადაეცა
საზოგადოება - 15:39, 30 Nov, 2017     1774

„რომპეტროლ საქართველოს“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულს, გორში მცხოვრებ გიორგი მჭედლიძეს, კუთვნილი ავტომობილი Mercedes-Benz E 200 საზეიმო ვითარებაში გადაეცა. ღონისძიება „რომპეტროლის“ ერთ-ერთ სადგურზე გაიმართა და მას კომპანიის გენერალური დირექტორი და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი მჭედლიძე კუთვნილი პრიზის მისაღებად მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ბავშთან ერთად მივიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გამარჯვება მისთვის ძალიან მოულოდნელი და ძნელად დასაჯერებელი იყო. „ეს იყო ძალიან დიდი სიურპრიზი, რომ დამირეკეს პირველად ვიფიქრე ხუმრობა იყო, ცხოვრებაში მანამდე არაფერი მქონდა მოგებული, შემდეგ კი მივხვდი, რომ ძალიან გამიმართლა. წლებია რომპეტროლის ერთგული მომხმარებელი ვარ, გათამაშების ოცამდე ბილეთი მქონდა, ძალიან დიდი მადლობა მას ამხელა სიხარულისთვის.“- განაცხადა გიორგი მჭედლიძემ.

მთავარი პრიზის მფლობელს კუთვნილი ავტომობილის გასაღები „რომპეტროლის გენერალურმა დირექტორმა - ზამანბეკ მირზაიანოვმა გადასცა. საწვავის 500 ლიტრიანი ვაუჩერები მიიღო ფინალური გათამაშების კიდევ ხუთმა გამარჯვებულმა.

„რომპეტროლი“ უკვე 11 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მუდმივად ცდილობს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეთავაზების გარდა, მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება და დამატებითი კომფორტი შეუქმნას. წელს „რომპეტროლმა“ მომხმარებელს პირველად შესთავაზა ფასდაკლების ბარათები. ეს გათამაშებაც სწორედ ახალ პროდუქტს „ლოიალობის ბარათს“ დავუკავშირეთ. ჩვენი გუნდის სახელით მადლობას ვუხდით ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ჩართული იყო გათამაშებაში, წარმატებას ვუსურვებთ ყველა გამარჯვებულს.“- განაცხადა ზამანბეკ მირზაიანოვმა.

როგორც რომპეტროლის მენეჯმენტში განმარტავენ, „ლოიალობის ბარათის“ მუდმივი მოხმარებისა და გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს საშუალება ისარგებლოს 8-დან 15 თეთრამდე ფასდაკლებით ერთ ლიტრ საწვავზე.

რომპეტროლის წამახალისებელი გათამაშება - „ბარათი, რომელიც წაგიყვანს უფრო შორს!" 1 აგვისტოს დაიწყო. გათამაშების ფარგლებში 3 შუალედური და ერთი ფინალური გათამაშება გაიმართა. მომხმარებლემბა უმაღლესი ხარისხის 200 და 500 ლიტრის საწვავის ვაუჩერები, სმარტფონები და უახლესი მოდელის Mercedes-Benz E 200 კლასის ავტომობილი მოიგეს. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ყველა იმ მომხმარებელს შეეძლო, ვინც რომპეტროლის ფასდაკლების ბარათით სარგებლობს.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, „რომპეტროლი“ კვლავ გააგრძელებს მომხმარებლებისთვის წამახალისებელი აქტივობების შეთავაზებას.

რომპეტროლისაქართველოს ბაზარზე უკვე11 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International- კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. გასულ წელს ჯგუფმა რეკორდული საოპერაციო და ფინანსური შედეგები აჩვენა, რითაც ის რუმინეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად, ხოლო შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ დასახელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42