თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის 37 აღსაზრდელი ტუბერკულოზის ცენტრში გამოკვლევაზე მიიყვანეს
საზოგადოება - 20:54, 29 Nov, 2017     10817
თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში საგანგაშო ფაქტი დაფიქსირდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ბაღის ყველა აღსაზრდელი ტუბერკულოზის ცენტრში გამოკვლევაზე მიიყვანეს, ამის მიზეზი კი აღმზრდელის ავადმყოფობა გახდა, რომელმაც დაავადების შესახებ არაფერი იცოდა და ბავშვებთან მუშაობას ჩვეულებრივად განაგრძობდა. მას შემდეგ, რაც ამ ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, ჯანდაცვის სამინისტრო აღმზრდელების ჯანმრთელობის შემოწმების გამკაცრებაზე ალაპარაკდა. უწყების თქმით, აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს.

ბაღის აღსაზრდელებზე ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ აღმზრდელმა მათი დაინფიცირება ვერ მოასწრო .

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, მიღებული იქნა ყველა საჭირო ზომა და გამოიკვლიეს 37-ვე ბავშვი. მისივე განცხადებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც სააღმზრდელო დაწესებულებებში მომუშავე პირები დაავადებულები არიან ტუბერკულოზით, მაგრამ ამის შესახებ თავადაც არ იციან.

ავალიანის თქმით, აღმზრდელმა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, თუმცა ოჯახის ექიმმა დიაგნოზი შეცდომით დაუსვა, რის შემდეგაც საბავშვო ბაღში მუშაობა ჩვეულებრივად გააგრძელა. რამდენიმე კვირაში კი, ტუბერკულოზის ცენტრში ინფექციური დაავადების გართულებული ფორმით მიიყვანეს.

„ის დღეს ჩვენთან არის როგორც პაციენტი და მისი მდგომარეობა მართვადია.“- განაცხადა ავალიანმა, მისი თქმით, ეჭვის არსებობის შემთხვევაში ამ ტიპის დაწესებულების პერსონალმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალიზებულ დაწესებულებებს.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ფლობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოც, სადაც ამბობენ, რომნ აღნიშნული საბავშვო ბაღი რამდენიმე დღე დაკეტილი იყო და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის თქმით, საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ მას შემდეგ აღსდგა, რაც ეპიდემიოლოგიური სამსახურისგან ამის ნებართვა მიიღო.

„როგორც კი ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ ყველაფერი წესრიგშია, სააღმზრდელო პროცესი აღდგა. პირველი რიგის პრიორიტეტი არის ბავშვთა უსაფრთხოება და რეგლამენტის მკაცრად შესრულება თითოეულ საბავშვო ბაღს მოეთხოვება.“- განაცხადა გვანცელაძემ.

არასამთავრობო სექტორი მომხდარს საგანგაშოს უწოდებს და ხაზს საზოგადოების მეტად ინფორმირებულობის აუცილებლობას უსვამს . არასამთავრობო სექტორის თქმით, დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტუბერკულოზთან დაკავშირებული ტაბუა, რომლის გამოც ინფიცირებული ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვისგან თავს იკავებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42