"დეკანოზ გიორგი მამალაძეს ომბუდსმენის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვიც უფლება არ მიეცა"
საზოგადოება - 18:07, 29 Nov, 2017     1579
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ომბუდსმენის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება არ მიეცა - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრში (HRC) აცხადებენ.

იურისტთან შეხვედრისას გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ 13 ნოემბერს მან სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე (1481) დარეკვა მოითხოვა, რაზეც მეცხრე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილემ და თანამშრომელმა უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ მას ამოწურული ჰქონდა სამი ზარის განხორციელების ლიმიტი.

იმავე დღეს მსჯავრდებულმა წერილობით მიმართა დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა წერილობითი განმარტება. დაწესებულების დირექტორმა, ზაზა ჯამატაშვილმა მსჯავრდებულს სატელეფონო ზარის განხორციელებაზე უარის საფუძვლად მიუთითა, რომ მას ამოწურული ჰქონდა საკუთარი ხარჯით ტელეფონით სარგებლობის თვიური ლიმიტი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუშვებლად მიიჩნევს პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მსჯავრდებულისთვის სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვის შეზღუდვას ლიმიტის ამოწურვის მიზეზით.

"ზოგიერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკრულია კიდეც ინფორმაცია, რომ თვეში სამი ზარის ლიმიტი არ ეხება სახალხო დამცველის ოფისის ტელეფონის ნომრებზე, მათ შორის - ცხელ ხაზზე დაკავშირებას", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42