„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ძალიან მძიმე წუთები არის ჩვენი ქვეყნისათვის. დღეს ჩამოვედით გორში, რათა უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ახალგაზრდა ვაჟკაცი, რომელიც შეეწირა ამ ძალიან მძიმე ტრაგედიას. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიმდინარეობს და ერთი რამ მკაფიოდ მინდა გავიმეორო, რომ იქნება ყველა ზომები მიღებული, დაისჯება ყველა ის კომპანია, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები თუ კერძო კომპანიები თუ ვის რა დანაშაული აქვს ამ ტრაგედიაში. ზოგადად პრევენციული ზომები უკვე დაგეგმილი არის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩვენ ამ დღეებში ვგეგმავთ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან, სასტუმროს მენეჯერებთან, ასევე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან. პერმამენტულად მოხდება მათი შემოწმებაც და ასევე წვრთნები გაიმართება პერსონალისათვის და ჩვენ ამაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.“-აცხადებს ზურაბ პატარიძე.
შეგახსენებთ, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






