საერთო ევროპული იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თსუ-ს გუნდია
საზოგადოება - 15:11, 29 Nov, 2017     1030
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის საერთო ევროპული იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში გაიმარჯვა. შეჯიბრის ფინალს 21-25 ნოემბერს ლუბლიანას უნივერსიტეტმა (სლოვენია) უმასპინძლა. მასში მონაწილეობდნენ სამართლის სკოლები მაასტრიხტის, ათენის, ვარშავის, ბუდაპეშტისა და სხვა ევროპული უნივერსიტეტებიდან. საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობისთვის შერჩეული 12 გუნდიდან თსუ-ს გუნდმა წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და საერთაშორისო რაუნდშიც გამარჯვება მოიპოვა.

გუნდის წევრები არიან თსუ საერთაშორისო სამართლის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები - სალომე შუბლაძე, რევაზ ტყემალაძე და დავით ჯავახიშვილი. საერთაშორისო შეჯიბრში გუნდურ გამარჯვებასთან ერთად რევაზ ტყემალაძემ კონკურსის საუკეთესო გამომსვლელის ჯილდოც დაიმსახურა.

იმიტირებული პროცესების ფარგლებში გუნდი კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგა წინასწარი საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში (სულ 4 გამოსვლა), შემდეგ - ნახევარფინალურ და ფინალურ რაუნდებში (2 გამოსვლა). სადავო საკითხები შეეხებოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ომის წარმოების მეთოდები და საშუალებები, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი, ომის დანაშაულები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია და სხვ.

გუნდი მომზადდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორებისა და დოქტორანტების ხელმძღვანელობით. კერძოდ, პროფ. ქეთევან ხუციშვილმა, რომლის სახელსაც უშუალოდ უკავშირდება თსუ-ში ლტოლვილთა სამართლის დამოუკიდებელ სასწავლო დისციპლინად შემოღება, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლექტორებმა - ნათია კალანდარიშვილმა, საბა ფიფიამ და ინსტიტუტის დოქტორანტმა ონისიმე ცხომელიძემ. თსუ გუნდის კონკურსში მონაწილეობის ინიციატორია აკადემიკოსი ლევან ალექსიძე; მანვე უზრუნველყო საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობისთვის გუნდის გამგზავრება.

საერთაშორისო ჰუმანიტარული და ლტოლვილთა სამართლის საერთო ევროპული იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზატორები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, გაეროს უმაღლესი კომისარიატი ლტოლვილთა საკითხებში, სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლო და ლუბლიანას უნივერსიტეტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42