საქართველოში უფასო ფულის კეთების ახალი სქემა ამუშავდა - EASYLOAN.GE–ისა და BILETEBI ONLINE–ის “აფიორა“?
საზოგადოება - 14:45, 29 Nov, 2017     1988

გულგრილობა თუ EASYLOAN.GEისა და BILETEBI ONLINEის აფიორა“?

CRIS NORMAN-ის კონცერტი , რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 10 დეკემბერს იყო დანიშნული ჩაიშალა. თავისთავად ეს ფაქტი საყურადღებო ვერ გახდებოდა რომ არა ორგანიზატორების მხრიდან თანამდევი, რბილად რომ ითქვას, გაუგებარი საქციელი. საქმე ის არის, რომ ორი თვის მანძილზე TKT.GE-ის მიერ გაყიდული ბილეთები და გადახდილი საკომისიო თანხები, მიუხედავად რამდენიმე გზის დაპირებისა, რომ თანხების უკან დაბრუნება ორ კვირაში მოხდებოდა, დღემდე არ მომხდარა.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, კონცერტის ორგანიზატორად ონლაინ სივრცეში წარმოჩენილი არის ონლაინ სესხების კომპანია EASYLOAN.GE.

ჩაშლილი კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხების უკან დაბრუნების პროცესის არაადეკვატურად გაჭიანურებამ, ბუნებრივია მრავალი კითხვა გააჩინა. უკვე მესამე კვირაა რაც მოტყუებული მომხმარებელი კატეგორიულად ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას საკომისიოს ჩათვლით და აღშფოთებას, ჯერ-ჯერობით, სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხატავს.

კითხვებს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ მომხმარებლებს მკაფიოდ არ პასუხობენ, თუ ვინ არის რეალურად კონცერტის ორგანიზატორი.

მართალია TKT.GE-იმ ორგანიზატორად EASYLOAN.GE დაასახელა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მას გადააბარა, EASYLOAN.GE- იმ თავის მხრივ , პასუხისმგებლობას თავი აარიდა და დაზარალებული პირები ფაქტობრივად გაურკვეველ FB გვერდზე – BILETEBI ONLINE-ზე გადაამისამართა … BILETEBI ONLINE–ს, რამდენადაც ირკვევა, ვებგვერდი არც კი გააჩნია.



TKT.GE-ის ოფიციალურ „ფეიჯზე“ BILETEBI ONLINE.GE -კონტაქტზე უკვე აღარ გადის და დაზარალებულების მიერ მისი მისამართით დასმულ კითხვას,თუ რატომ გაუქმდა კონცერტი, კონკრეტულ პასუხს არ სცემს. იმით შემოიფარგლება, რომ ინფორმაცია, თურმე ნუ იტყვით, ”კონფედიციალური” ყოფილა… პირად სასაუბროში ერთ-ერთ დაზარალებულთან კონცერტის ჩაშლის მიზეზებზე ცოტა მეტს საუბრობს, თუმცა ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, BILETEBI ONLINE უარგუმენტობის გამო მუქარაზეც გადადის…

აქ საგულისხმო სწორედ ის არის, რომ საუბარში ნახსენებია CHRIS REA, რომლის კონცერტი დაგეგმილია 30 დეკემბერს სპორტის სასახლეში და ბილეთების ნაწილი აქაც უკვე გაყიდულია. ზემოთაღნიშნულ კომენტარში EASYLOAN.GE იმასაც ამბობს , რომ ის არ არის ორგანიზატორი და მისი სახელის გამოყენებით ხდებოდა მომღერლის ჩამოყვანა. ასევე გარკვევით წერს , რომ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას იღებს CHRIS REA-ს ორგანიზატორი და ასეთად BILETEBI ONLINE-ის მისამართს უთითებს.

სახეზეა სრული გაუგებრობა და მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

მომხმარებლებს უჩნდებათ გონივრული ეჭვი, რომ 30 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტსაც 10 დეკემბერს დაგეგმილი CRIS NORMAN-ის კონცერტის ბედი ეწევა. მით უმეტეს, რომ როგორც ირკვევა, CHRIS REA-ის ოფიციალურ საიტზე საქართველოში დაგეგმილი კონცერტი საერთოდ არ არის მითითებული… როგორც დაზარალებულები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მათ მიწერილი აქვთ CHRIS REA-ის ოფიციალურ გვერდზე კითხვა – აქვს თუ არა მომღერალს დაგეგმილი 30 დეკემბერს საქართველოში კონცერტი და ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება CRIS NORMAN-ის კონცერტზე ბილეთების შეძენით დაზარალებული მომხმარებლების მდგომარეობა, რომლებმაც დღემდე არ იციან როდის დაუბრუნდებათ გადახდილი თანხები.


თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩაშლილი კონცერტის ორგანიზატორად იკვეთება ონლაინ სესხების კომპანია EASYLOAN.GE, ამ წუთისთვის მოტყუებულ მომხმარებლებში ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს, ხომ არ იყენებს ეს ორგანიზაცია მათ მიერ ბილეთებში გადახდილ თანხებს უფასო ფინანსურ რესურსად საკუთარი საკრედიტო საქმიანობისთვის და ხომ არ გვაქვს საქმე თაღლითობის დახვეწილ სქემასთან?! – ამ კითხვაზე პასუხი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის საქმეა და რამდენადაც დაზარალებული მომხმარებლები აცხადებენ, ამ კითხვით ისინი აპირებენ ფინანსური პოლიციისადმი მიმართვას.

P.S. ფეისბუქ მომხმარებლების ფოტოები და სახელები დაფარულია რედაქციის მიერ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42