შიმშილი თუ ჯანმრთელობა? - საქართველოში წამლების ფასი კატასტროფულად იზრდება
საზოგადოება - 14:48, 29 Nov, 2017     2586

ლარის გაუფასურების პარალელურად ქვეყანაში პროდუქციაზე ფასების მატება სიახლე არ არის, ასევე გაძვირდა საწვავი და კომუნალური გადასახადებიც. ლარის პრობლემის მოგვარების ტენდენცია კი ჯერჯერობით არ შეიმჩნევა.

საკვებთან ერთად მედიკამენტებიც რომ აუცილებელ დანიშნულებას ატარებს არც ეს გახლავთ სიახლე. საზოგადოება კი აქტიურად საუბრობს უკანასკნელ პერიოდში უცხოური წარმოების მედიკამენტებზე ფასების კატასტროფულ ზრდაზე.

როგორც ფარმაცევტულ კომპანიებში აცხადებენ, ფასების მატება შეიმჩნევა, თუმცა მომხმარებელს აქვს რამდენიმე არჩევანი - შეიძინოს უცხოური წარმოების მედიკამენტი ან იგივე მედიკამენტი, მაგრამ ადგილობრივი წარმოების, თუმცა განსხვავებული სახელწოდებით.

მომხმარებლებში აღნიშნული გარკვეულ პროტესტს იწვევს, რადგან ისინი მუდამ ექიმის დანიშნულებით ხელმძღვანელობენ და სხვა დასახელების ალტერნატივაში ეჭვი შეაქვთ.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ერთ-ერთი პენსიონერი მამაკაცი აცხადებს, რომ მას ესაჭიროება რეგულარულად თვალის წვეთები, რომელსაც უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მოიხმარს, მედიკამენტის თავდაპირველი ფასი 8 ლარი იყო, დღეისათვის კი 24 ლარს შეადგენს.

განსაკუთრებული ფასების ზრდა შეიმჩნევა იმ კატეგორიის მედიკამენტებში, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა პრობლემების სამკურნალოდ, ასევე წნევის მარეგულირებლად გამოიყენება.

მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული შეუძლებელია გამოწვეული იყოს ლარის გაუფასურებით, რადგან იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტა ოდნავ დასტაბილურდა, წამლებზე ფასი მაინც არ იკლებს, კვლავ გაუფასურების შემთხვევაში კი ისევ იმატებს. მომხმარებლები, განსაკუთრებით პენსიონერები, სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რადგან გამოსავალს ვერ ხედავენ და არ იციან რაზე თქვან უარი - კვებაზე თუ ჯანმრთელობაზე!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42