ბავშვები ბეტონის იატაკზე წვანან - ახალგაზრდა ქალი სამ მცირეწლოვანთან ერთად სასაფლაოზე ცხოვრობს
საზოგადოება - 14:52, 28 Nov, 2017     3980
ისტორია, რომლის შესახებ ახლა გიამბობთ, ჩვენი რეალური ცხოვრებიდანაა აღებული. იგი იმდენად გამაოგნებელია, რომ შეუძლებელია არ დააფიქროს ნებისმიერი ადამიანი – ნუთუ ასეთი რამ ჩვენს დროში ხდება?

…რამდენიმე წლის წინ კახეთში ცხოვრობდა ფრიდონაშვილების ოჯახი: ბედნიერი მშობლები ორ პატარა გოგონას ზრდიდნენ – ნატალიას და ნინოს. როდესაც შეიტყვეს, რომ 9 თვის შემდეგ კიდევ ერთი პატარა შეეძინებოდათ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა სულ მალე სიხარული მწუხარებამ შეცვალა. ახალგაზრდა კაცს საშინელი დაავადება აღმოაჩნდა და საჭიროებდა სასწრაფო მკურნალობას.

რას არ გააკეთებ საყვარელი ადამიანისთვის, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნო?! ოჯახი იძულებული შეიქნა გაეყიდათ სახლი და თბილისში გადაბარგებულიყვნენ …

სამწუხაროდ, მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი, ოჯახის უფროსი გაუსაძლისი ტკივილებისგან გარდაიცვალა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ქვეყანას მისი მესამე ქალიშვილი – ნანიკო მოევლინა.

ასე დარჩა ახალგაზრდა ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად დამხმარე ხელის, საცხოვრებლის და საარსებო წყაროს გარეშე….

ჯერ ცხოვრობდნენ შორეულ ნათესავებთან, შემდეგ – ქირაობდნენ ბინას, მაგრამ როდესაც მთლიანად ამოეწურათ დანაზოგი, თბილისის მახლობლად მდებარე დამპალოს სასაფლაოს მიაშურეს, იპოვეს ყოფილი საყარაულოს ნახევრად დანგრეული ბარაკი და იქ დასახლდნენ.

პირველ ხანებში, ეშინოდათ, მაგრამ მერე შეეჩვივნენ… მიცვალებულები ხომ ცოცხლებისგან განსხვავებით ზიანს ვერ მოგაყენებენ, …ისინი არ გიღალატებენ და არ მოგატყუებენ…

ბავშვები ბეტონის იატაკზე წვანან. ჭერსა და ფანჯრებზე მუყაოს ქაღალდი და ცელოფნის პარკები აქვთ აკრული, რომ ცოტათი მაინც შეაკავოს წვიმა და ქარი…

თბილი ტანსაცმლის უქონლობის გამო, 8 წლის ნატალია ვერ დადის სკოლაში, ხოლო 3 წლის ნინო და 2 წლის ნანიკო ხშირად ცივდებიან გამჭოლი ქარისა და საშინელი ნესტისგან.

რუსუდანი და მისი ქალიშვილები დარჩენილნი არიან მიზერული სოციალური შემწეობისა და ობლობის პენსიის ამარა, რაც მხოლოდ რამდენიმე დღის საკვებისთვის თუ ყოფნით, შემდეგ კი შიმშილობენ და დახმარების მოლოდინში არიან.

სიცოცხლე – ყველაზე ძვირფასი რამ არის, რაც ადამიანს გააჩნია, ხოლო კეთილი კაცი ყოველთვის დახმარების ხელს გაუწვდის ცოცხალ არსებას. როდესაც პატარა ნატალიამ სასაფლაოს ჭიშკართან მომაკვდავი კატის კნუტი დაინახა, თან წაიყვანა, დააპურა და სიკვდილისგან იხსნა.

რუსუდან ფრიდონაშვილი და მისი შვილები გაუსაძლის პირობებში ცხოვროვრობენ. დახმარება არსაიდან სჩანს. ახალგაზრდა ქალი სასოწარკვეთამ მოიცვა, თუმცა იმედი ჯერ არ ჩამკვდარა მასში!

ერთადერთ ხსნას ამ ოჯახისთვის თქვენი გულითადი დახმარება წარმოადგენს!

მეგობრებო, თუ თქვენ ეს ისტორია გულთან ახლოს მიიტანეთ და გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ფრიდინაშვილების ოჯახს ავეჯის, ტანსაცმლის, პროდუქტების შეძენაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე

GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: რუსუდან ფრიდონაშვილი) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/235-pridonashvili/

თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology, TBCpayиExpressPay. განყოფილებაშიქველმოქმედებააირჩიეთ ერნოვეცკის ფონდი.

ჩვენ ვიცით, რომ სიკეთეს არა აქვს საზღვარი!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42