"ქუჩაში ვარ, მძინავს სასაფლაოზე, ვიქექები ნაგვის ურნაში" - როგორ ეხმარება ჩერნოვეცკის ფონდი სოციალურად დაუცველი ადამიანებს
საზოგადოება - 14:20, 28 Nov, 2017     4292

ერთ ბრძენ კაცს ჰკითხეს – “რამდენი სახის მეგობრობა არსებობს? - ოთხი, - უპასუხა მან. არიან მეგობრები, რომლებიც საკვებს ჰგვანან, ისინი ყოველდღე გჭირდება. არიან მეგობრები, რომლებსაც ეძებ როგორც წამალს ცუდათ ყოფნის დროს. არიან მეგობრები, რომლებიც ჰგვანან ავადმყოფობას, ისინი თავად მოგძებნიან ხოლმე…და ბოლოს, არიან მეგობრები, რომლებიც ჰაერს ჰგვანან, ისინი არ ჩანან, მაგრამ მუდამ თქვენთან არიან!

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, ჭირშიც და ლხინშიც.

როდესაც შევატყვეთ, რომ ბევრ ადამიანს უჭირს შორი მანძილის გამო ფონდის დღის ცენტრის სასადილოში სიარული, გადავწყვიტეთ მათთვის ადგილზე მიგვეტანა სადილი.
პროგრამა, რომელსაც სახელად “სოციალური პატრული" ჰქვია, ყოველდღიურად 4,5 ათასზე მეტ ადამიანს ემსახურება, მათ ვინც შიმშილის ზღვარზე იმყოფება…
ჩვენს რესპოდენტს ვლადიმერს თავდაპირველად არ სურდა ინტერვიუს მოცემა, თუმცა მოგვიანებით დაგვთანხმდა იმ პირობით, თუ ფოტოს არ გადავუღებდით.
იგი 80 წლისაა, დაიბადა ურალში, სამხედრო სამსახურს საქართველოში გადიოდა, გომბორის სამხედრო ნაწილში. “სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ საქართველოში დავრჩი და სამხედრო ბაზის სამეურნეო ნაწილში დავიწყე მუშაობა. როდესაც 90–იან წლებში საბჭოთა ბაზა დახურეს, მისი ინფრასტრუქტურა მოიშალა. გავყიდე ჩემი სახლი და თბილისში გადავედი საცხოვრებლად. ჯერ ვქირაობდი ბინას, ხოლო როდესაც ფული გაუფასურდა, სწრაფად ამომეწურა მარაგი და დავრჩი საცხოვრებლის გარეშე. მას შემდეგ ქუჩაში ვარ, მძინავს სასაფლაოზე, ვიქექები ნაგვის ურნაში”,– ამბობს იგი. ჩვენს შეკითხვას – “გეხმარებათ თუ არა “სოციალური პატრული?”,– ვლადიმერი პასუხობს: “ამით მიდგას სული, ეს რომ არ იყოს, უკვე ცოცხალი არ ვიქნებიოდი”…
“სოციალური პატრულის” ავტომანქანებთან ამდაგვარი ისტორიის მოსმენა მრავლად არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ჩვენ დახმარებისთვის მოგვმართავენ, თუმცა ჩვენ ფრიად მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ!
თუ თქვენ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ჩვენს ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სოციალური პატრული) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/202-socpatrul/

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology,

TBCpay

ExpressPay

LibertyPay.
განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.

ჩვენი მთავარი ძალა ერთობაშია!






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42