ლეონიდ ჩერნოვეცკი დაღუპული სპეცრაზმელის თანამშრომლის ვანო გოლოშვილის ოჯახს დაეხმარა
საზოგადოება - 12:55, 28 Nov, 2017     16432
თბილისში ცოტა ხნის წინ ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, სპეცრაზმელის თანამშრომელი ვანო გოლოშვილი დაიღუპა. ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დაღუპული ქართველი გმირის ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და ფინანსური დახმარება გაუწია: „მივიღე გადაწყვეტილება დავეხმარო დაღუპული ვანო გოლოშვილის ოჯახს, რადგან უბედურება მოხდა არა უცხოს, არამედ ჩვენს საერთო სახლში, ის ერთ-ერთ ჩვენგანს შეემთხვა!

საქართველომ დაკარგა თავისი გმირი თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს! ის არა მხოლოდ ტერორისტებს ებრძოდა, არამედ იცავდა სამშობლოს, ხალხსა და შვილებს!

ვანოს მალე დაბადების დღე უნდა აღენიშნა, ის 42 წლის გახდებოდა. ამ დღის გატარებას მეუღლისა და ორი შვილის გარემოცვაში გეგმავდა...

მე, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამაყ და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრობს, მისი ოჯახის წინაშე ვალში ვარ და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ მათ იგრძნონ, რომ მარტონი არ დარჩნენ ამ უბედურებასთან, რომელსაც მამის, მეუღლის და მარჩენალის დაკარგვა ჰქვია!

დარწმუნებული ვარ, რომ ის თანხა, რომელიც მის მეუღლეს გადავეცით (25 ათასი ლარი), სრულიად არაა საკმარისი იმისთვის, რომ ეს ტკივილიანი დანაკლისი რამენაირად შეავსოს, მაგრამ ასეთ მომენტებში ერთად უნდა დავდგეთ. ეს ხომ ჩვენი დიდი საერთო ოჯახის - ქართველი ხალხის უდიდესი დანაკლისია!

დიდება გმირებს!

დიდება საქართველოს!“ - განაცხადა ჩერნოვეცკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42