5 დეკემბერს მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართება
საზოგადოება - 11:19, 28 Nov, 2017     4060
5 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-კონცერტი - „საოპერო ვარსკვლავები ბანასთვის“ გაიმართება.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონის გიორგი გაგნიძის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავები სამონასტრო-საგანმანათლებლო კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრის - „ახალი ბანას“ მშენებლობისათვის საჭირო სახსრების მოსაძიებლად ერთიანდებიან.

ქართველ მსმენელს ეძლევა შანსი ოპერის სცენაზე, ერთად იხილოს და მოუსმინოს ისეთი ვარსკვლავების შემოქმედებას როგორიცაა - მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე, იანო ალიბეგაშვილი, ლადო ათანელი, თამარ ივერი, შალვა მუქერია, ქეთევან ქემოკლიძე, ნანა ქავთარაშვილი, მიხეილ კოლელიშვილი, ზურაბ ზურაბიშვილი, თამთა ტარიელი, ნინო ლეჟავა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი. კონცერტში ასევე, მონაწილეობას მიიღებს ოპერის გუნდი. შესრულდება არიები და ანსამბლები ვერდის, ჯორდანოს, პონკიელის, გუნოს, ჩილეას, დონიცეტის, პუჩინისა და ფალიაშვილის ოპერებიდან.

საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ახალი ბანას“ მშენებლობას.

აღდგომის სახელობის „ახალი ბანა“-ს სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას 2017 წლის 15 ივლისს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. პროექტის ავტორი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონია, რომლის ეგიდით აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. „ახალი ბანას“, საუკუნის პროექტად წოდებულ კომპლექსს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება, რომლის მიზანიც მომავალი თაობებისათვის „ბანას“ ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა და ეკლესიაში საგანმანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა.

#შემოგვიერთდით! პატრიარქის კურთხევითა და ერთად დგომით დავიწყოთ ისტორიული მოქმედება, ავაგოთ სულისა და ცოდნის „ახალი ბანა“-ს ტაძარი! #ბანაგვაერთიანებს

ქველმოქმედების მსურველებმა დარეკეთ ნომერზე: 0 901 700 307

მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებმა, ზარის ღირებულება 1 (ერთი) ლარი

ან ჩარიცხეთ თანხა შესაბამის საბანკო ანგარიშის ნომრებზე:

• თიბისი ბანკი: GE13TB7894136050100003 (შესაძლებელია ჩარიცხვა TBC PAY-ის აპარატებითაც: მთავარი >> სხვადასხვა >> ქველმოქმედება >> ფონდი ბანა)

• საქართველოს ბანკი: GE56BG0000000781425400

• ლიბერთი ბანკი: GE87LB0115142043269001/ GEL; GE60LB0115142043269002/USD; GE33LB0115142043269003/EUR

#გახდიბანასმშენებელი - ყოველი შემომწირველის სახელი ჩაიწერება ბანას მშენებელთა წიგნში და მუდმივად მოიხსენიება ლოცვებში

ღონისძიების თანამონაწილეა კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კულტურის პალატა.

„ახალი ბანას“ ფეისბუკ გვერდი

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე biletebi.ge და ოპერის სალაროებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42