"ბექა, სად ხარ დე?"... ,,მიშველე, ვკვდები...!“ - რა მოხდა საბედისწერო ღამეს ბათუმის ,,ლეოგრანდში“ და რას ჰყვებიან თვითმხილველები
საზოგადოება - 18:26, 27 Nov, 2017     25810
ქვეყანა ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. ათი საქართველოს და ერთი ირანის მოქალაქის სიცოცხლე 24 ნოემბერს შეწყდა... ერთ-ერთი მათგანი ამ შუშის გატეხვას ცდილობდა და ვერ შეძლო...

ტრაგედიიდან მეოთხე დღეს, ჯერ კიდევ უცნობია მიზეზი, რა მოხდა საბედისწერო ღამეს ხუთვარსკვლავიან "ლეო გრანდში" და რას შეეწირა იქ მყოფი 11 ადამიანი...

არსებული ინფორმაცით, დაღუპულებიდან რვა ლიფტში, ერთი - აუზში, ორი კი სავარჯიშო დარბაზში იპოვეს.

სტიქაროსანი გიორგი ცინცაძე სასტუმროში სავარჯიშოდ ზუსტად საათით ადრე პირველად მივიდა. როგორც გარდაცვლილის მეგობრები „ნიუპოსტს“ უყვებიან ახალგაზრდას ტყუპი ბიჭები რამდენიმე თვის წინ შეეძინა.

გიორგის ნათესავების ინფორმაციით, „სტიქაროსენი თანმხლებ ახალგაზრდებთან ერთად ლიფტში შევიდა, თუმცა რადგან შუქი გამორთეს კაბინა კვამლით გავსო და იქ მყოფები გაიგუდნენ“.

გარდაცვლილთა ახლობლები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ საავარიო კიბის არსებობის შესახებ სასტუმროს კლიენტები ინფორმირებულები არ იყვნენ.

ხანძრის შედეგად გარდაცვლილილთა ახლობლები მომხდარის დეტალურ გამოძებას და დამნაშავის უმკაცრეს დასჯას მოითხოოვენ.

„საუნაში სხვებიც იმყოფებოდნენ. როდესაც დაკვამლიანება მოხდა, ამ მომენტში შუქიგათიშეს. იქ მყოფები დაიბნენ და გამოსასვლელს ეძებდნენ. ნაწილი სასწაულებრივადგადარჩა. ჩვენთვის, ნათესავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორადწარიმართოს და დეტალურად გაირკვეს. თუ დამნაშავეები არიან, დაისაჯონ. თუ მათ თავისიროლი შეასრულეს, მაგრამ ეს ღვთის ნება იყო, ესეც დადგინდეს. ოჯახისთვის ესმნიშვნელოვანია. მე იმას დავამატებ, რომ სასტუმროების უმრავლესობა უსაფრთხოების მხრივარ არის დაცული. სჯობს, დაპროექტებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, რადგანამხელა შენობებია და ნახავენ, რომ უსაფრთხოების კუთხით როგორი მცირე ადგილებიაგამოყოფილი. ხანძრის დროს დაახლოებით რვა ბიჭი იყო ერთად იყო. ჩემმა შვილმაორიენტაცია განსაზღვრა და გაიქცა. ლიფტში სინათლე გაითიშა, თუმცა, მადლობა ღმერთს, დროულად დააღწიეს თავი. ორი ბიჭი ლიფტში გაიჭედა, ისინი ლიფტის მოძრაობისას მაღლაგაჩერდნენ. ჩემმა შვილმა გაჩერებული ლიფტი ხელით გახსნა და გამოვიდა. გადარჩენილებმამეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერგაბედეს. ვითხოვთ, გამოძიებას“, – აცხადებს გარდცვლილი ზურაბ აბულაძის ბიძა - ბესოაბულაძე.

სულისშემძვრელია 22 წლის ბექა შატაკიშვილის ისტორიაც, რომელმაც დედას ცეცხლგახზვეული სასტუმროდან დაურეკა: "დედა, მიშველე, ვკვდები, შენდობას ვითხოვ ყველაფრისთვის...“ ტელეეთერით გავრცელდა კიდეც დედის განწირული ყვირილი : "ბექა, სად ხარ დე?"...

ხანძარსშეწირულ უმძიმეს ტრაგედიას ყავს ნათელი წერტილიც ახალგაზრადა ფიტნესინსტრუქტორი, რომელმაც ათიბით ადამიანი გადაარჩინა.

რუსლან შავაძე „ნიუპოსტთან“ იხსენებს, რომ ძლიერი დაკვამლიანება სწორედ სათათარიგო კიბეებთან შენიშნა ამიტომ გარისკა და ადამიანები ლიფტის საშუალებით ჩაიყვანა:

„ლეო გრანდში, ფიტნეს ინსტრუქტორად ვმუშაობდი, დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე შემოვარდა ძმაკაცი, ყვიროდა რომ ძლიაერი დაკვამლიანება იყო და სავარაუდოდ სასტუმრო იწვოდა. დარბაზში მყოფებმა ოპერატიულად შეძლეს სამშვიდობოს გასვლა. მახსოვს პირველად კიბეებისკენ გავიქეცი, თუმცა შავი კვამლი სწორედ კიბეებიდან ამოდიოდა. შემდეგი გზა ლიფტით სარგებლობა იყო. რამდენიმე ადამიანი უვნებლად ჩავიდა, მე ვიდექი და ვყვიროდი იმ სართულზე თუ ვინმე იყო ლიფტთან მოსულიყო. 4 ბიჭი მოვიდა ჩავედით და შემდეგ უკვე ლიფტი გაიჭედა.... ჩემი აზრით დაღუპულებმა საუნიდან გამოსვლა დააგვიანეს“- აცხადებს თვითმხილველი.

რუსლან შავაზეს უჭირს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ხელოვნურად გათიშვაზე ისაუბროს: „ამ ინფორმაციას არ ვფლობ. იქ წამებში ხდებოდა ყველაფერი 15 წამიც რომ დავრჩენილიყავით, ჩვენც დავიღუპებოდით, შესაბამისად მიჭირს გახსენება, გაანალიზება მუშაობა თუ არა, ან ჩართულიყო თუ არა ხანძარსაწნააღმდეგო სისტემა“.

რაც შეეხება „ლეო რანდის“ მეპატრონეს, ეროლ ავგორენიმ, სასტუმროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პირველი კომენტარი დღეს, მომხდარიდან 4 დღის შემდეგ გააკეთა.

"11 ადამიანი დავკარგეთ... არ გვიძინია, მათ მწუხარებას ჩვენც ვიზიარებთ. გარდაცვლილის ოჯახებს მოვინახულებთ სათითაოდ. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ოჯახებისთვის.

მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პოლიციას და სახანძრო სამსახურებს, რომ თავდადებით იმუშავეს. ჩვენ შევხვდით პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ვისაუბრეთ.

სასტუმროში დასაქმებულ პერსონალს სამსახურიდან არ გავათავისუფლებთ,“-განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული, სასტუმროს მეპატრონემ, ეროლ ავგორენიმ თქვა, რომ სასტუმრო ნორმებს შეესაბამებოდა. მისი თქმით, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმრო ”ლეოგრანდი” დაჯარიმებული არ ყოფილა, თუმცა ეს ინფორმაცია იქვე უარყო მისივე ადვოკატმა. იურისტის კახა წერეთელი ამბობს, რომ სასტუმრო მიმდინარე წლის 20 ივნისს 100 ლარით დაჯარიმდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

მანამდე კი „ნიუპოსტს“ კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა რომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ ვერსიად გამოძიება შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ხელოვნურად გათიშვას განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42