პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
კრიმინალი - 10:57, 25 Nov, 2017     1810
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. ხ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი თბილისში, აგლაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა გასროლის ხმა გაიგეს. პატრულ-ინსპექტორებმა ოპერატიულად დაადგინეს, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ავტომანქანაში ი.ხ.-მ გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც მისი, ასევე, იქვე მდგომი, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა.სამართალდამცველებმა ი.ხ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ნივთმტკიცებად ამოიღო. ავტომანქანაში, ასევე, აღმოჩენილია ნიღაბი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42