ვარკეთილისა და დიდი დიღმის მოსახლეობას გაზზე გადასახადი 5 თეთრით უძვირდება
საზოგადოება - 19:43, 24 Nov, 2017     29553
ვარკეთილისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილი ახალი წლიდან ბუნებრივი აირის ახალ ტარიფზე გადავა.

„ვარკეთილაირის“ 14500 და “დიდი დიღმის” 11000 აბონენტს, გაზზე გადასახადი 5 თეთრით უძვირდება. დედაქალაქს ბუნებრივი აირით ძირითადად ყაზტრანსგაზ თბილისი ამარაგებს.

გამონაკლისია, გარეუბნების მცირე ნაწილი, სადაც წლების წინ ეს ფუნქცია ოთხ პატარა კომპანიას გადაეცა. 2013 წლიდან ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის შემცირება სუბსიდირების გზით გადაწყვიტა.

2017 წლის ზაფხულში კი სახელმწიფო დაფინანსება შეწყდა. ამიტომ სემეკ-მა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: ყაზტრანსგაზს თბილისს ზღვრული ტარიფი 46 თეთრამდე შეუმცირა, პატარა კომპანიებს კი იგივე 50 თეთრ ნახევარი დაუტოვა. ამიტომ აღმოჩნდა ერთ არეალში მცხოვრები მოსახლეობა არათანაბარ მდგომარეობაში.

კომპანია „ვარკეთილაირის“ დირექტორის თქმით, ვითარება მოსახლეობისთვის მართლაც მძიმეა, თუმცა კომპანიას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„სუბსიდირება მუშაობდა 2017 წლამდე. ივნისიდან კი ჩვენ უკვე ყაზტრანსგაზ თბილისისგან გაძვირებულ გაზს ვყიდულობთ, თუმცა ეს თვეები ჩვენ მოსახლეობისთვის გადასახადი არ გაგვიძვირებია. ამიტომ ჩვენი კომპანია სერიოზულ ზარალზე გავიდა. 41 ათასი ლარი ვიზარალეთ. ზამთარში კი უკვე ესე იოლად ვერ გამოვალთ. ნოემბერ-დეკემბერში ეს ზარალი გახუთმაგდება. იანვრიდან რომ არ გავზარდოთ ტარიფი, კომპანია უბრალოდ ამ ზამთარს ვერ გადაიტანს”, – განაცხადა პირველ არხთან საუბარში კომპანია „ვარკეთილაირის“ დირექტორმა ნუგზარ მღვდელაძემ.

საკითხი უყურადღებოდ არც ენერგოომბუდსმენს დაუტოვებია. სალომე ვარდიაშვილი ერთ გეოგრაფიულ არეალში განსხვავებული ტარიფის არსებობას დისკრიმინაციად აფასებს და ამბობს, რომ ასეთი მიდგომა დაუშვებელია.

„უარყოფითად ვუყურებ კონკრეტულად ამ სიტუაციას და მიმაჩნია, რომ მომხმარებლებს აქვთ აბსოლუტურად სამართლიანი შეკითხვები და უსამართლობის განცდა. სამუშაოები უნდა წარიმართოს ისე, რომ მივიღოთ აბსოლუტურად თანაბარი ხელმისაწვდომობა, თანაბარი პირობები და გადასახადები ერთი და იგივე ქალაქის მომხმარებლებისთვის”,- განუცხადა პირველ არხს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქს ბუნებრივი აირით ძირითადად „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ამარაგებს და ამ კომპანიის მომხმარებლებისთვის გაზის კომუნალური გადასახადი უცვლელი რჩება. გამონაკლისი მხოლოდ გარეუბნების მცირე ნაწილი აღმოჩნდა.


წყარო 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42