არწივების’ მთავარმა მწვრთნელმა დეივ ჰიუიტმა ქართული რაგბის პროგრესზე ისაუბრა და ხვალინდელ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლას დაგვპირდა:
„ივნისის შემდეგ ჩვენი გუნდი დიდად არ შეცვლილა, თუმცა დაგვიბრუნდა რამდენიმე ისეთი მოთამაშე, რომლებსაც ბოლო 18 თვე არ უთამაშიათ. ამ პერიოდში თავის გამოჩენის შანსი სხვებს მივეცით, ახლა კი, უფრო ძლიერი შემადგენლობა გვყავს.
საქართველო და ქართული რაგბი ბოლო 3 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ტემპით ვითარდება. ვიცით, რომ თქვენ 6 ერში მონაწილეობა გსურთ და ამ პროგრესით შანსს ნამდვილად იმსახურებთ. მილთონ ჰეიგმა და სამწვრთნელო შტაბმა შესანიშნავი სამუშაო გაწია, კიდევ უფრო გააუმჯობესა თქვენი შერკინების და ზოგადად გუნდის თამაში.
თუ საქართველო სათანადოდ არ დააფასე, კარგი დღე არ დაგადგება და ჩვენც მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. მეტოქეს სრული პატივისცემით ვეპყრობით, თუმცა რაგბი ამერიკაშიც ვითარდება, ჩვენც წინ მივდივართ და დანებებას არ ვაპირებთ. ვეცდებით გამოვიყენოთ ჩვენი კოზირები - სისწრაფე, ბურთის გაშლა, შერკინებაშიც სათანადო წინააღმდეგობა გავწიოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
ფიზიკურად რთული მატჩის მოლოდინშია გუნდის კაპიტანი ბლეინ სქალი: „ფიზიკურად რთული მატჩი გველის. თქვენ განსაკუთრებით ძლიერი ფორვარდები გყავთ. კარგად ვნახეთ რა დონემდე მიიყვანეთ გასულ კვირაში უელსი, უფრო ადრე კი კანადა. ვცდილობთ, რომ მეტოქის ძალის გათვალისწინებით, ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ და ხვალ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ“.
წყარო site.rugby.ge
მასალის გამოყენების პირობები