საფეხბურთო კლუბის ხელძღვანელობამ ბაზის მომიჯნავე კერძო მესაკუთრის 1500 კვადტატული ტერიტორია 2011 წელს მიიტაცა და მასზე უკანონო მშენებლობა განახორციელა. დავა კომპანია „ ბაუ სტარსა“ და „დინამო თბილისს“ შორის მიწის ნაკვეთის გამო უკვე 6 წელია გრძელდება. „ბაუ სტარმა“ საკუთარი უფლებების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რის შემდეგაც სასამართლომ დინამოს საწრთვნელი ბაზა დააყადაღა.
„დინამო თბილსის“ ხელძღვანელობა თუ მის ტერიტორიულ საზღვრებს დროულად არ მოაწესრიგებს, კანონიერი პროცედურების გავლის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იქნება სხვის ტერიტორიაზე უკანონო შენობა ნაგებობების დემონტაჟი მოახდინოს.
კომპანია „ბაუ სტარის“ ხელმძვანელობა ითვალისწინებს რა საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ისტორიას მზადაა მოლაპარაკების გზით პრობლემის მოსაგვარებლად იქნება ეს (მიწის ნაკვეთის ღირებულების ანაზღაურება თუ ადგილმონაცვლეობა) თუმცა დინამოს ხელმძღვანელი რომან ფიფია ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს და ტერიტორიით სარგებლობა უსასყიდლოდ სურს.
კომპანია „ბაუ სტარში“აცხადებენ, რომ ეს არ არის ერთადერთი დავა რომელიც დინამო თბილისის ხელმძღვანელობასთან არსებობს. საფეხბურთო კლუბი საქალაქო სასამართლოში თბილისის მერიას კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზონის სტატუსს ედავება.
კომპანიის დირექტორის მამუკა შარაშენიძის განცხადებით, სარჩელი შეეხება ფუნქციური ზონის სტატუსს რომელიც მიწის ნაკვეთს 1950 იან წლებში მიანიჭეს, თუმცა კლუბის წარმომადგენლები აპელირებას სულ სხვა თემატიკაზე ახდენენ. თითქოს მრავალსართულიანი კორპუსიდან ვარჯიშის კონფიდენციალურობა დაირღვევა, თუმცა ამ ეტაპზე დინამო თბილისის სავარჯიშო მოედანი 10 მდე მიმდებარე კორპუსიდან ჩანს. რომან ფიფიას მიერ თითიდან გამოწოვილ სარჩელს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს გადაფაროს მიტაცებული ტერიტორიის პრობლემა და დაიკმაყოფილოს პირადი ინტერესები.




მასალის გამოყენების პირობები






