დასავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა 0 -1გრადუსი იქნება, დღე კი ჰაერი 8-12 გრადუსამდე გათბება. 24-25 ნოემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვა. თივლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც ტემპერატურა -10 -13 გრადუსი იქნება.
თბილისში უახლოეს დღეებში ნალექი მოსალოდნელი არაა, თუმცა შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა, ღამით კი ყინვა -1 -3 გრადუსი იქნება, დღე ტემპერატურა 7-9 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსების ცნობით მაღალ მთაში მოსალოდნელია ზვავების ფორმირება და ღვარცოფულ - მეწყერული წარმონაქმნები. შავ ზღვაზე კი შესაძლოა 4-5 ბალიანი შტორმი.
25 ნოემბერს დღისით გამოიდარებს და 26 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26 ნოემბერს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა -5 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -9 გრადუსამდე დაიკლოს, დედაქალაქში -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები






