ფოტოგამოფენის თემატიკა იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ღირშესანიშნაობები, უმეტესი ნაწილი კი კასპის რაიონის ტურისტულ ობიექტებს ასახავდა.
ნიჭიერი ფოტოხელოვანის შემოქმედება მრავალფეროვანია, მისი თვალით დანახული საქართველო კი - კიდევ უფრო ლამაზი და ფერადი.
ლაშას მიერ გადაღებული 4000-მდე ფოტო მოიცავს როგორც საქართველოს კუთხეებს, ასევე ფლორას, ფაუნას და სოციალურ თემებსაც კი.
აღნიშნული გამოფენის მიზანი იყო ფართო საზოგადოებას გაეცნო ამ ნიჭიერი ქართველის შემოქმედება, რაც წარმატებით მოხერხდა. გამოფენას უამრავი დამთვალიერებელი ესტუმრა და თითოეულმა მათგანმა დიდი აღფრთოვანება გამოხატა ნიჭიერი ხელოვანის ნამუშევრების მიმართ.
სტუმრებმა ლაშას წარმატება უსურვეს და იმედოვნებენ, რომ ეს გამოფენა მისთვის იქნება დიდი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ავტორი: მაკა ჩარკვიანი, ფოტო: ლაშა ზუბიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები