კოსტავას ქუჩაზე, "მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს
საზოგადოება - 18:37, 20 Nov, 2017     8635

კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს.

"ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ნიუ როუდ გრუპმა“ მერიის შეკვეთის შესრულებისას შეცდომა დაუშვა, რა დროსაც, ასფალტის საფარის პირველი ფენა უშუალოდ ხეების ირგვლივ დააგო. მას მწვანე ნარგავების ასფალტის საფარისგან სასწრაფოდ გათავისუფლების მითითება მიეცა, რაც უმოკლეს ვადებში შესრულდა. აღნიშნულ პროცესში ხეები - როგორც შტამბები, ასევე ფესვები არ დაზიანებულა.

კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა. ადრე, იქ ავტომობილები პირდაპირ ტროტუარზე ჩერდებოდნენ, რითაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება მოუხერხებელი და საფრთხის შემცველი იყო. ხეებს შორის არ იყო მწვანე ნარგავები ან გაზონი. ამიტომ, ავტომანქანების პარკირების ადგილის ცივილურად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოწყობა ერთი მხრივ, ქვეითთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და მეორე მხრივ, მძღოლების ინტერესებსაც ითვალისწინებს.

საპარკინგე ადგილი გზის დონეზე ეწყობა და იგი ტროტუარისგან ბორდიურით არის გამიჯნული. ქვეითთათვის ძირითად პერიმეტრზე შენარჩუნებულია შვიდი მეტრის სიგანის ტროტუარი, ხოლო ტექნიკური ინივერსიტეტის შენობის გასწვრივ - სამი მეტრის სიგანის. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ხეების ბორდიურებით შემოსაზღვრაა გათვალისწინებული, რაც უკვე შესრულებულია. პარკინგი 45-გრადუსიანი კუთხით განთავსებულ მინიმუმ 43 ავტომობილს დაიტევს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება"- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42