ნატანების მომსახურების ცენტრიდან "ლიბერთი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გასულ შაბათს გვიან ღამით, ნატანებში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.
როგორც ადგილობრივები ჩვენტან საუბრისას აცხადებენ, "ლიბერთი" ბანკის კუთვნილი აპარატი ნატანების მომსახურების ცენტრიდან ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მოიპარეს.
ის მოგვიანებით, რამდენიმე მეტრში მდებარე სპორტდარბაზში დამტვრეული იპოვეს.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თუ კონკრეტულად რა თანხა გაიტაცეს აპარატიდან ვერ საუბრობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ თანხა სოლიდურია, რადგან იმ დილით რამდენიმე ადგილობრივს ელექტროენერგიის გადასახადი სწორედ ამ აპარატში ჩაურიცხავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არიძრა, რაც ქურობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები