დღეს თსუ-ში ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია გაიმართება
საზოგადოება - 15:13, 20 Nov, 2017     1143
20 ნოემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია „თავისუფლებააღკვეთილი ბავშვები: ბავშვთა საერთაშორისო უფლებები და ლოკალური გამოწვევები“ გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში იოს დაუმა, ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მენეჯერი პიტერ დანისი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.

პროფესორ ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია კლევერინგას შეხვედრების ფარგლებში ტარდება, რომელსაც ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის რუდოლფ კლევერინგას ცნობილი საპროტესტო გამოსვლის შემდეგ ყოველწლიურად მართავს. პროფესორმა კლევერინგამ 1940 წლის 26 ნოემბერს თავისი გამოსვლით გერმანელი ოკუპანტების მთავრობის ბრძანებით ებრაელი კოლეგების უნივერსიტეტიდან გათავისუფლება გააპროტესტა. 1946 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორები მთელ მსოფლიოში მართავენ საჯარო ლექციებს აქტუალურ თემებზე.

20 ნოემბერს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღებიდან 28 წელი სრულდება. კონვენციამ გაზარდა ყურადღება ბავშვთა უფლებების დაცვაზე მთელ მსოფლიოში, მთავრობების, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და ნაციონალური უფლებადამცველი ორგანიზაციების, ასევე ომბუდსმენის აპარატის ძალისხმევით ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული მრავალი საკითხი გადაიჭრა, თუმცა ყველა ბავშვმა ვერ ისარგებლა კონვენციით მინიჭებული უფლებებით. ბავშვთა გარკვეული ჯგუფები კვლავ რჩებიან მარგინალიზებული. პროფესორ ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია ეძღვნება ბავშვთა უფლებებს, განხილული იქნება ის საკვანძო საკითხები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში ბავშვთა საერთაშორისო უფლებების გამოყენებას უკავშირდება.

საჯარო ლექცია ლეიდენის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ორგანიზებით და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციისა და იუნისეფის მხარდაჭერით იმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42