"კანონიერი ქურდები" თურქეთში სისხლისღვრისთვის ემზადებიან
კრიმინალი - 14:46, 19 Nov, 2017     17818
ყველაზე გავლენიანი აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" ნადირ სალიფოვი (ლოტუ გული) ქურდული სამყაროს "ბოსთა ბოსის" ტიტულისათვის იბრძვის. იგი ერთის მხრივ აცხადებს, რომ "ქურდების ბოსი" არ უნდა არსებობდეს და ამ ტიტულის დაუფლების შემდეგ იგი თანამოძმეებს "ძმურად" მოექცევა, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ ამგვარი პოზიცია სალიფოვს კონკურენტების მოსაშორებლად სჭირდება. როგორც მოსალოდნელია "გული" პირველ დარტყმას სოხუმელთა დაჯგუფებას და მის ლიდერს მერაბ ჯანგველაძეს მიაყენებს.

კოლონიიდან განთავისუფლების შემდეგ "გული" თურქეთში დაფუძნდა და საკუთარი კლანის ფორმირება დაიწყო. თავიდან მან მოლაპარაკებები სოხუმელებთან დაიწყო, რომლებიც ადრე "როვშანთან" (როვშან ჯანიევი) იყვნენ. როვშანი 2016 წელს ზაფხულში მოკლეს. იგი პირველად ჰაჯიბაბა ტალიბხანლის, როცშანის მცველსა და ერთგულ თანამებრძოლსაც დაელაპარაკა. ერთი შეხედვით ორივემ დაივიწყა, რომ "გულის" როვშანის მკვლელობაში ერთერთ მონაწილედ მიიჩნევდნენ. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ "გული" ერთერთ ყველაზე მდიდარ "კანონიერ ქურდად" ითვლება.

ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ აზერბაიჯანელს აუცილებლად სჭირდებოდა რომელიმე "ძველი" გავლენიანი ქურდის მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ასეთი მერაბ სუხუმსკი (ჯანგველაძე) იყო.

თუმცა, მოულოდნელად თურქეთის პოლიციამ ათამდე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენელი დააკავა, რომელ;თა შორისაც ზემოხსენებული ჰაჯიბაბა და როვშანის ძმა ნამიკ ჯანიევი იყვნენ. ისინი "გულის" ერთერთ ვილაზე თავდასხმას და იქ მყოფთა ამოხოცვას გეგმავდნენ, რომელთა შორისაც აზერბაიჯანელ ქურდთა ლიდერიც იყო.

"გულიმ" ჰაჯის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ მას ეჭვი მერაბ ჯანგველაძეზეც გაუჩნდა, რადგან ის ამ თავდასხმის შესახებ საქმის კურსში უნდა ყოფილიყო.

"გულიმ" ვექტორები შეცვალა და კავშირები ახლა სოხუმელების მტრებთან გააბა. მათ შორის მერაბ ფიფიასთან, რომელიც არ ცნობდა მერაბს ქურდად. ასევე დაახლოვდა კუშნერთან და რაშიდ განჯელთან, რომლებიც მერების დიდი ხნის მტრები არიან. აქვე გაჩნდა სერგეი ჩაბანის (კიტაიეცი) ფიგურაც, რომელიც "ქურდად" გელა ქარდავამ აკურთხა. შედახსენებთ, რომ შაქრო კალაშოვმა გელას "უფლებამოსილებები" შეაჩერა და როგორც ჩანს, გელა ახლა ამ გზით ცდილობს მათ დაბრუნებას. არ განმორიცხავენ, რომ თურქეთში "კიტაიეცის" გამოჩენის შემდეგ გელა ქარდავაც ჩამოვიდეს.

ყოველივე ამას შესანიშნავად ამჩნევს მერაბ ჯანგველაძე და მისი "სოხუმური კლანი". ისინი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ, ხალხმრავალ ადგილებშ ფაქტიურად არც ჩნდებიან.

"კრიმინალური სამყაროს ექსპერტები" აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "კანონიერი ქურდები" თურქეთში სისხლისღვრისთვის ემზადებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42