წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება დაიწყო
საზოგადოება - 13:44, 19 Nov, 2017     1592

თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისა და მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო.

კახა კალაძე დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან ერთად, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

დედაქალაქის მერი კერძო მესაკუთრეებსაც შეხვდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები მათთან ერთად განიხილა. თბილისის მერმა კერძო მესაკუთრეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მზად არიან, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული მდგომარეობა მოაწესრიგონ.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კერძო მესაკუთრეებს. თქვენ იცით, რომ ეს მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა და მე განვაცხადე, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში კერძო საკუთრებას არ და ვერ შევეხებით, თუმცა ამ ადამიანებმა გამოიჩინეს სოლიდარობა და მზად არიან, რომ აქ არსებული მდგომარეობა მოაწესრიგონ. მერიას რაც გვევალება და რაც გასაკეთებელია, ძალიან მაღალ დონეზე გავაკეთებთ. შესაბამისად, ძალიან მალე არსებული მდგომარეობა შეიცვლება და ადამიანებს უკვე თავისუფლად, სისუფთავეში შეეძლებათ გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფსა“ და კერძო მესაკუთრეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, კერძო მესაკუთრეებს მათი კუთვნილი ფართების მოწესრიგება და საერთო კონცეფციაში მოქცევა დაევალათ. მოლაპარაკების შედეგად, „თბილსერვის ჯგუფი” თავის მხრივ, მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სარგებლობაში არსებული ფართის (კიბის უჯრედისა და გასასვლელის) რეაბილიტაციას განახორციელებს. ასევე, დაგეგმილია ახალი განათების სისტემის დამონტაჟება.

კახა კალაძემ გასულ კვირას, „თბილსერვის ჯგუფს” დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, საერთო კონცეფციის შემუშავება და კერძო მესაკუთრეებთან და მოიჯარეებთან მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.

დედაქალაქის მასშტაბით არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან „თბილსერვის ჯგუფი” 22 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას ახორციელებს. რაც შეეხება დანარჩენს, 33 მათგანი გასხვისებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42