"ნუ აწყობთ შოუს!" - შაქრო კალაშოვის რეპლიკა სასამართლოზე მოწმის დაკითხვის დროს
კრიმინალი - 15:31, 18 Nov, 2017     3245

მოსკოვში შაქრო კალაშოვის დაჯგუფების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გასულ კვირას ერთერთ სხდომაზეჩვენება პოლიციის ოპერმუშაკმა მისცა, რომელიც 2015-16 წლებში როჩდელის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაში იყო ჩართული.

2015 წლის 14 დეკემბერს კაფე Element-ის დირექტორსა და დიზაინერს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, მოკლული იქნა ორი ადამიანი, ხოლო ამ საქმეზე ქრთამის აღბის გამო დაპატიმერბულ იქნენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამშრომელი.

ოპერმუშაკმა ანდრეი ობუხოვმა ჩვენება იმ ფაქტის აღნიშვნით დაიწყო, რომ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა "შაქრო მალადოის" ერთერთი თანამძრახველი ბატირ ბეკმურადოვი, ხოლო ანდრეი კოჩიუკოვი "იტალიანეცი" - ფინანსურ საკითხებს განაგებდა.

"მოწმე ძალიან ჩუმად საუბრობს, არაფერი გვესმის, ბადრაგის ძაღლი უფრო ხმამაღლა სუნთქავს, ვიდრე ეს," - გაისმა რეპლიკა განსასჯელთა სკამიდან.

ამის შემდეგ ობუხოვნა სასამართლოს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილები ძალიან ცოტას საუბრობდნენ ტელეფონით, მათ სხვადასხვა მესნჯერით ჰქონდათ ურთიერთობა.

მოწმის ზეპირი დაკითხვა მოწმის, ბრალდებუყლებისა და დამნაშავეთა ადვოკატების ურთიერთ რეპლიკებშ გადაიზარდა, რის შემდეგადაც პროკურორმა მოწმის ჩვენების წაკითხვა მოითხოვა, რომელიც საქმის მასალებში იყო შეტანილი. მოსამართლემ მისი მოთხოვნა ადვოკატების წინააღმდეგობის მიუხედავად დააკმაყოფილა.

"2014 წლის დეკემბერში ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, მასზედ, რომ ჟანა კიმზე ხდება ზეწოლა, მისგან თანხის გამოძალვის მიზნით. ჩატარებული ოპერატიული მუშაობის შემდეგ დადგინდა, რომ არსებობდა შაქრო კალაშოვის ხელმძღვანელობით მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ამ დროს ესპანეთიდან ჩამოვიდა.

კალაშოვი 2015 წელს "კანონიერი ქურდების" მეთაური უნდა გამხდარიყო, რისთვისაც ის სომხეთში ჩავიდა, სადაც მისი კურთხევა უნდა მომხდარიყო, თუმცა მან შეტავაზებულ "თანამდებობაზე" უარი განაცხადა. ამასთან მან სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან მშვიდობა დაამყარა.

კალაშოვს აქვს კონტაქტი ყველა "კანონიერ ქურდთან", რომელიც რუსეთისა თუ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე არიან. მან შექმნა ორგანიზაცია "დამცველი", რათა მისი დაჯგუფების წევრებს იარაღის ტარების უფლება ჰქონოდა და მისთვის ლეგალური ხასიათი მიეცა. დაჯგუფების თითოეულ წევრს კონკრეტული დავალება და უფლებამოსილება ჰქონდა. ბეკმურადოვი უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, კოჩიუკოვი ფინანსურ საკითხებს განაგებდა. ედუარდ რომანოვი ("დუბელი") სუბიექტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა. თავისი მიზნის განსახორციელებლად დაჯგუფება ხშირად იწვევდა საკუთარ რიგებში სპორტსმენებს, ყოფილ მეომრებს. თანხებს სძალავდნენ ძალადობისა და ქონების განადგურების მუქრის მეშვეობით სძალავდნენ.

კიმთან შეხვედრა 2015 წლის დეკემბერში მოაწყვეს, განსაკუთრებით დიდ ზეწოლას ახდენდნენ ბიზნესმენ ლევ გარამოვზე ხდებოდა, რომელსაც ადრე დამნაშავეებმა ფული ასესხეს.მისგან დიდი ფული ამოიღეს. მას აჩვენეს ოჯახის წევრების ფოტოები და უთხრეს, რომ იცოდნენ სად იმყოფებოდნენ ისინი. შემდეგ გარამოვს ცხვირი გაუტეხეს" - ნათქვამია მოწმის ჩვენებაში.

დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ ბრალდებულთა ადვოკატებმა, რომელთა საერთო რაოდენობა 12-ია მოწმეს კითხვები დაუსვეს:

"- საიდან იცით, რომ შაქრო კალაშოვი "კანონიერი ქურდია?" - დასვა კითხვა ერთერთმა ადვოკატმა.

- პრაიმ კრაიმიდან," - ირონიული პასუხი გასცა პოლიციელმა.

- ნუ აწყობთ შოუს!" - მოულოდნელად წამოიყვირა ადგილიდან შაქრო კალაშოვმა.

- ვეთანხმები შაქრო კნიაზიევიჩს" - მხარი დაუჭირა მას მოწმემ.

სხდომა მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიციელმა განაცხადა, რომ სამართალდამცავები კრიმინალური დაჯგუფების წევრებს სისტემატიურად უსმენდნენ და ყველა ფაქტს სასამართლო თავად მოუსმენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42