ქართველი ,,კანონიერი ქურდების“ აყვანის სპეცოპერაცია საფრანგეთში - ვინ არიან დაჭერილი კრიმინალები
კრიმინალი - 00:09, 18 Nov, 2017     6838
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზსა და მის გარეუბნებში მაფიოზური დაჯგუფების 35 წევრი დააკავეს, რომელთაგან 8 ქალია. როგორც ფრანგული მედია წერს, დაკავებულთა უმრავლესობა ქართველია და ისინი ქუთაისელი ე.წ. კანონიერი ქურდის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ. გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაჯგუფების წევრები ეჭვმიტანილები არიან ქურდობაში, ყაჩაღობაში, გამოძალვასა და ტრეფიკინგში.

„კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებული ქართველებიდან 5 კანონიერი ქურდია, მათ შორისაა, ილია ხელაძე, რომელიც თბილისის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თავს ევროპას აფარებდა. ილია ხელაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა. ის სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებიდან, ე.წ. ქურდების ციხიდან გათავისუფლდა.

მათ შორისაა რევი დარახველიძე, 1979 წლის 18 აგვისტოს დაბადებული. რამდენჯერმეა ნასამართლევი საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. სასჯელაღსრლების დაწესებლება დატოვა 2010 წელს, ბოლოს ცხოვრობდა გერმანიაში.

გიორგი ფოლადაშვილი, მეტსახელად სინკარა, დაიბადა 1981 წლის 31 ივლისს. ის კანონიერ ქურდად თურქთში 2013 წელს ,,მონათლეს“

თევდორე გაბისონია, მეტსახელად სოხუმსკი. დაბადა 1980 წლის 6 ოქტომბერ სოხუმში. ისიც 2013 წელს ფოლადაშვილთან ერთად კანონიერი ქურდის სტატუსის მფლობელი გახდა

ნიკოლოზ ნოდია, მეტსახელად ნიკო თბილისკი, დაინადა 1979 წლის 12 იანვარს თბილისში. კანონიერი ქურდის სტატუსი მიიღო 2013 წელს, ცხოვრობდა თურქეთში.

პოლიციამ ჩხრეკის დროს ამოიღო იარაღი, სატრანსპორტო საშუალებები, 70 ათასი ევრო და 200 ათასი ევროს კრიმინალური აქტივები. პარიზის გარდა საგამოძიებო მოქმედებები ასევე, ჩატარდა სამხრეთ იტალიაში, კალიბრიაში.

„ეს დაჯგუფება ძალიან მობილური იყო. ისინი ფლობდნენ ბინებს პარიზში ასევე იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. დაჯგუფების წევრებს რამდენიმე პირადობის მოწმობა გააჩნდათ,“- წერ ფრანგული მედია.

აღნიშნული მაფიოზური ქსელი ფულის გათეთრებითვის პარიზის რეგიონში არსებულ სამშენებლო კომპანიას იყენებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42