H&M ქართულად...
საზოგადოება - 15:28, 17 Nov, 2017     3366

შვედურმა კომპანიამ H&M მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პოპულარობა ხელმისაწვდომი ფასის წყალობით მოიპოვა.

დიდი მოლოდინები იყო საქართველოშიც. ჯერ მის ქართულ აბრევიატურაზე ჰ და მ-ზე გაიხლიჩა სოციალური ქსელი, მაგრამ ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი ჩვეულებრივი, საშუალო დონის ბრენდის მაღაზიის გახსნა, საზოგადოებაში კლასობრივ დიფერენციაციაზე კამათს გამოიწვევდა.

16 ნოემბერს, ოფიციალურ გახსნამდე ორი დღით ადრე , თბილისში, თავისუფლებაზე წითელი ხალიჩა გაიშალა, საფეხმავლო გზა სადღესასწაულოდ მოირთო და H&M-ის მაღაზია მხოლოდ VIP მომხარებლებისთვის გაიხსნა, მოქალაქეთა ნაწილი ქუჩიდან აკვირდებოდა მაღაზიის გახსნის ღონისძიებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მსახიობები, მომღერლები, ჟურნალისტები, მოდის სფეროს წარმომადგებები. ისინი H&M-ის სამოსში გამოწყობილები პოზირებდნენ მაღაზიის წინ, მეტროსადგურ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტროტუარზე დაგებულ წითელ ხალიჩაზე.

დიახ, მაღაზია მხოლოდ მიწვეული სტუმრებისთვის გაიხსნა, რომლებსაც შეეძლოთ ექსკლუზიური 20%-იანი ფასდაკლებით ესარგებლათ სრულ კოლექციაზე, რამაც სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ამაში განსაკუთრებული და მითუმეტეს აღმაშფოთებელი არაფერია, რადგან მაღაზიების პრეზენტაციებზე ცნობად საახებსა და მედიას მუდმივად ეპატიჟებიან.

უცხო არავისთვის არის, რომ მაღაზიის ან ბრენდის პრეზენტაცია ხშირად პომპეზურად, ცნობადი ადამიანებისა და მედიის თანხლებით ხორციელდება. H&M-ის მაღაზიის პრეზენტაციის ეს ასპექტი, არც არავის გაკვირვებია. როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, მათთვის გამაღიზიანებელი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ ცნობადი სახეებისთვის შოფინგი ცალკე მოეწყო, არაცნობადი სახეები კი ანუ საზოგადოების უმრავლესობა, მაღაზიის პროდუქციის შეძენას სხვა დროს, ორი დღით შემდეგ შეძლებს.

როგორც ფეისბუკზე წერენ, პრეზენტაციის აღნიშნულმა ფორმამ საზოგადოებაში კლასობრივ დაყოფაზე გააკეთა აქცენტი.

„იაფი ტანსაცმელიც ჩაწყობითაა“ - წერენ სოციალურ ქსელში.

ზოგიერთი, აღნიშნულ ფაქტს იუმორისტულად მიუდგა და შესანიშნავი სტატუსიც მიუძღვნა: “ისე უნდა იცხოვრო, უკან რო მოიხედავ h&m-ს გასანაზე როგორ შედიხარ, ეგ უნდა დაინახო."

P.S. როდესაც სტეფან პერსონი ოჯახურ ბიზნესს სათავეში ჩაუდგა და შვედური საზღვრების გარღვევა გადაწყვიტა, 70-იან წლებში H&M-ის პირველი მაღაზია ლონდონში გახსნა. ლონდონელთა მისაზიდად სტეფანი მაღაზიის წინ დადგა და ყველა სტუმარს შვედური პოპულარული ჯგუგის Abba-ს ფირფიტებს ურიგებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42