თსუ-სა და ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 18:04, 16 Nov, 2017     1509

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტების მომზადებას. მათ შორის, გერმანელი სოციალ-დემოკრატის კარლ კაუცკის წიგნის „საქართველო: გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა. შთაბეჭდილებები და დაკვირვებები“ ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას.

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის შესწავლაში ევროპელი მემარცხენეების, კერძოდ გერმანელი სოციალ-დემოკრატების პუბლიკაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საუკუნისწინანდელ საქართველო-გერმანიის იდეოლოგიურ-პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ამ საკითხის შესწავლაზე ისაუბრა ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ: „ფრიდრიხ ებერტი იყო გერმანიის პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი. ამდენად, ეს ერთგვარად სიმბოლურიც არის, რომ სწორედ ჩვენი ფონდი უჭერს მხარს ამ პუბლიკაციის გამოცემას. იმ პერიოდის ევროპული ურთიერთობები ცალკე შესწავლის საგანია, ვინაიდან იმ ორ-სამ წელიწადში საქართველომ საკმაოდ ბევრ რამეს მიაღწია.“

თსუ ბიბლიოთეკაში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის საქმიანობასა და კარლ კაუცკის წიგნზე გაამახვილა ყურადღება თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა. მისი თქმით, „მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას, რომლითაც უნდა აღინიშნოს მომავალი წლის მნიშვნელოვანი მოვლენები. ეს გახლავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100-წლისთავი და ჩვენი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე. ეს ნაშრომი თავისთავად არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომელიც თანამედროვის თვალით შეგვახედებს 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიაზე, ყოფაზე, კულტურაზე, პოლიტიკურ პროცესებზე.“

მემორანდუმის მიზანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქართველ და უცხოელ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც სტუდენტებში წაახალისებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც XX საუკუნის დასაწყისის ევროპული სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის მოდელის შესწავლას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42