თსუ-ში კონფერენცია "კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები" გაიხსნა
საზოგადოება - 14:23, 17 Nov, 2017     1608

17 ნოემბერს, 9.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით გაიხსნება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“, რომელსაც სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრებიან. კონფერენციაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერა, ევროკავშირის პროექტის “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა”, B&S Europe -ს დირექტორი რაფაელ კომენჟი.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ბელარუსის, ესტონეთის, ლატვიის, მოლდოვას და რუმინეთის კონკურენციის უწყებებს შორის.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნების გამოცდილებაზე სამართლიანი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის პროცესში, კონკურენციის გაუმჯობესების გზებზე, თუ როგორ ხდება კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება რეგულირებად სფეროებში, კონკურენციაზე სახელმწიფო შესყიდვებში, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირებასა და კონკურენციის პოლიტიკის ხარვეზებსა და მათი დაძლევის გზებზე.

ღონისძიებას 20-ზე მეტი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი და ორასამდე მონაწილე ესწრება, მათ შორის: ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მაღალი რანგის პირები.

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, IOS Partners, Inc და საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42