როგორც „ნიუპოსტს“ ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თინა თოფურიამ განუცხადა, C ჰეპატიტის ვირუსზე ჩატარებული კვლევისას დადებიი პასუხის შემდეგ ყოველთვის კეთდება განმეორებითი ტესტი. ამის შემდეგ აღმოჩენილი უარყოფითი პასუხის დროს კი, პაციენტის შემთხვევაში მაინც არის ვირუსი, რომელიც საშიშროებას არ წარმოადგენს.
„C ჰეპატიტის ვირუსზე ჩატარებული კვლევის დროს არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც სწრაფი ტესტით არის გაკეთებული. ხშირ შემთხვევაში, სწრაფი ტესტი, პირველად აღების დროს დადებით პასუხს იძლევა, ამიტომ ყველა შემხვევაში ხდება პაციენტის გაფრთხილება და ურჩევენ განმეორებით ტესტს - ძირითადი დამადასტურებელი ანუ კომფორმაციული ტესტი, რომელიც აჩვენებს არის დადებითი თუ უარყოფითი პასუხი. თუ პაციენტს ნამკურნალები აქვს, არის ანტისხეულები და აჩვენებს სწრაფი ტესტის დროს დადებით პასუხს.
გადამოწმების დროს უარყოფითს აჩვენებს, ანუ ვირუსი აღარ არის. ან მეორე ვარიანტია - ადამიანს აქვს ვირუსი, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს ვირუსი C ჰეპატიტის, მაგრამ ის არ მრავლდება და საშიშროებას არ წარმოადგენს, დაავადების განვითარება არ ხდება. ასეთი პასუხის შემთხვევაში პაციენტმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაიკეთოს განმეორებით ეს ტესტები, უნდა იყოს ყურადღებით, რადგან მის ორგანიზმში სავარაუდოდ ეს ვირუსი არის. მინდა ავღნიშნო ისიც, რომ ლუგარის სახელობის ლაბორატორია საქართველოში საკმაოდ წარმატებულია და ასეთი შემთხვევა რატომ მოხდა, არ ვიცი" - აღნიშნა თინა თოფურიამ.
მასალის გამოყენების პირობები






