რა დაავადება სჭირს კობა დავითაშვილს - „მეოთხე სტადიაშია“
საზოგადოება - 19:19, 13 Nov, 2017     37179

კობა დავითაშვილი უკანსკნელი პერიოდის განმავლობაში არც თუ ისე ხშირად ჩნდება საზოგადოებისა თუ კამერების წინ. „ალიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დავითაშვილი თავის დაავადებაზე საუბრობს, მისი განცხადებით მას უკურნებელი დაავადება, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ანუ ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს:

"ეს დაავადება საკმაოდ იშვიათია, ძალიან გავრცელებული და ბოლომდე შესწავლილი არ არის და არც ბოლომდე იკურნება, ეს არის აუტონომიური დაავადება, როდესაც შენივე იმუნური სისტემა, რომელიც სხვა დაავადებებს უნდა ებრძოლოს, ებრძვის შენივე ორგანიზმს. ჩემს შემთხვევაში მიზეზი ტრავმა გახდა. როგორც წესი, დაავადების გამოვლენა ხდება საშუალოდ 10 წელიწადში. ასე, რომ 2007 წლის 7 ნოემბრიდან ზუსტად 10 წელი გავიდა და, შესაბამისად, მან 10 წლის შემდეგ იჩინა თავი. დარტყმის შედეგად კისრის მალებში ორი ხრტილის ჩავარდანა მოხდა, ამ მომენტში ჩემმა ორგანიზმმა აღიქვა, როგორც უცხო სხეული, თითქოს რაღაც შემერჭო და დაუწყო ბრძოლა, ახლა უკვე მთელი ხერხემლის ანთება მაქვს. უსიამოვნო რაც ახლავს, ეს არის, ფეხებიდან იწყება და ზევით ამოდის სპაზმი, ახლა ფეხებს ვერ ვგრძნობ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ოჩოფეხებზე ვდგავარ და ეს სპაზმთან ერთად ხელს მიშლის სიარულში და ძნელად დავდივარ. თუმცა, მოძრაობა სავალდებულოა, რადგან, თუ გაჩერდი, მთლიანად გაშეშდები.

მთავარია უფრო უკეთესად შევძლო სიარული. მთავარი ამოცანაა, ის რომ ვითარება უფრო არ გაუარესდეს. გაუმჯობესება შეუძლებელია, წარმოიდგინეთ, რომ ჩემი ხერხემალი ბამბუკის რტოდ არის ქცეული. დაავადება მე-4 სტადიაშია, უფრო ადრე რომ გამოვლენილიყო, შესაძლოა, უკეთესად წასულიყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა მთავარია შევინარჩუნო ეს მდგომარეობა. მკურნალობის კურსის გასავლელად დაფინანსება დამჭირდა, მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და დამაფინანსეს, ორი კვირის განმავლობაში მკურნალობის კურსს გავდივარ ტკივილის მართვის ცენტრში, რომელსაც შალვა გადაბიძე ხელმძღვანელობს, რაც ძალიან დამეხმარა, ამაზე უარესად ვიყავი, ღამე ტკივილებისგან არ მეძინა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ჩემი მეუღლე, ორჯერ კიბეებზე წავიქეცი, მეზობლებიც შევაწუხე და ეს ცენტრი ძალიან დამეხმარა, ტკივილები შემიმსუბუქდა და უფრო მოძრავი გავხდი",- აცხადებს კობა დავითაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42