"7-8 კლასის მოსწავლე ვიყავი, ამიწია მაიკა და ვიგრძენი, მუცელზე როგორ მაკოცა" - ისტორია მოძალადე მასწავლებელზე
საზოგადოება - 14:11, 13 Nov, 2017     46348
მასშტაბური ჰეშთეგ კამპანიის #მეც ფარგლებში, რომლის ქვეშაც ერთიანდება ქალებზე ძალადობისა და/ან ძალადობის მცდელობის არაერთი ისტორია, ქართველმა ქალებმაც დაიწყეს საკუთარი ისტორიების გასაჯაროება.

ერთ-ერთი მათგანი "პრაიმტაიმს" დაუკავშირდა და თავისი ისტორია მოუყვა.

წყარო, რომელიც კონფიდენციალურობის უფლებას იყენებს, მასწავლებლის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს:

"დაახლოებით 7-8 კლასის მოსწავლე ვიყავი და მშობლებმა ოჯახის ნაცნობ რეპეტიტორთან მიმიყვანეს ინგლისურზე. მეც მიხაროდა ძალიან, რადგან ჩემი უახლოესი მეგობარიც ჩემთან ერთად ივლიდა და თან შორის სიარულიც არ გვიწევდა.

ჩემი რეპეტიტორი იყო მამაკაცი, არ ჰყავდა მეუღლე, არც შვილები, მარტო ცხოვრობდა, მისულებს, როდესაც დავსხდებოდით მაგიდასთან, დავალებას მოგვცემდა, თვითონ წამოდგებოდა (სკამებს საზურგე არ ჰქონდა) ამიტომ მარტივად ზურგთან მომადგებოდა რაც შეიძლება ახლოს და იწყებდა ლოყებზე ჩქმეტას, სახეზე ფერებას და პარალელურად რეპლიკებს დავალებებზე. ეს სახეზე ხელების „თათუნი“ იყო უწყევტი და სანამ ჩემი მეგობრის რიგი არ მოვიდოდა, იქამდე მიწევდა მეთმინა, შემდეგ შეისვენებდა ათი წუთით და იწყებოდა ყველაფერი თავიდან. თავდაპირველად ცოტა გვერიდებოდა იმის მინიშნება, რომ ეს ფაქტი არცერთს არ გვსიამოვნებდა, შემდეგ ცოტა გავთამამდით და ვცდილობდით სახის გაწევით ან მსგავსი ქმედებებით მიგვენიშნებინა, რომ თავი დაენებებინა. თუმცა, მაინც იგივეს აგრძელებდა, შემდეგ უბრალოდ შევეგუეთ, გვეგონა, რადგან შვილები არ ჰყავდა, მოსწავლეებისადმი ამიტომ იყო ასეთი „თბილი“.

ერთ დღესაც, როდესაც ჩემმა მეგობარმა გაკვეთილი გააცდინა, მარტოს მომიწია მასთან მისვლა. ცოტა ნასვამი დამხვდა, თუმცა, გაკვეთილი ჩვეულებრივად ჩამიტარა. ბოლოს კი, წამოსვლის დრო რომ დადგა, დამიწყო საუბარი, როგორი კარგი, ჭკვიანი, საყვარელი გოგო ვიყავი, ახლა კი მუცელზე უნდა გაკოცოო, თვითონ იჯდა, დამიყენა გვერდზე, ამიწია მაიკა და ვიგრძენი მუცელზე როგორ მაკოცა. ამ დროს მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, ამიტომ სანამ თავს ასწევდა, სწრაფად ჩამოვიწიე მაიკა, მეჩქარება-მეთქი და წამოვედი.

ეს ამბავი სახლში რომ მოვყევი დედასთან, მივხვდი, მასაც არ ესიამოვნა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მე გავაგრძელე ისევ მასთან სიარული, მიწევდა ზურგზე მისი მობჯენილი სხეულისა და ხელების ატანა ჩემს სახეზე, თუმცა, რადგან დედაჩემმა არაფერი თქვა, ვიფიქრე, ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა მასწავლებლის მხრიდან, რომელსაც უბრალოდ ბავშვები უყვარდა.

დედაჩემმა ალბათ ვერც კი დაუშვა, რომ ოჯახის ახლობელი რაიმე ცუდს გააკეთებდა და, ალბათ, სექსუალური შევიწროება და ძალადობა მხოლოდ ვიწრო და პირდაპირი გაგებით ესმოდა წლების წინ. მეც ძალიან დიდი ხანი მჯეროდა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. უბრალოდ, არ ვიცოდი, რომ მქონდა უფლება, მეთქვა 40 წლის მამაკაცისთვის, რომ არ მსიამოვნებდა მისი მუდმივი ხელების ფათური სახეზე, რა განზრახვითაც არ უნდა გაეკეთებინა ის. ამ ისტორიით იმის თქმა მინდა, რომ ყველა მშობელმა გაიაზროს, როგორი რეაგირებაა საჭირო ასეთ ფაქტებზე.

ახლა 25 წლის ვარ, ვიხსენებ ამ ისტორიას და ზოგჯერ ვფიქრობ, სწრაფად რომ არ გამოვქცეულიყავი, როდესაც მუცელზე მკოცნიდა, ან დამდევნებოდა, ან საერთოდ გაქცევის უფლება არ მოეცა, ხომ შეიძლებოდა, რაიმე ისეთი გაეკეთებინა, რაც ცხოვრების ბოლომდე დამიმახინჯებდა ფსიქიკას. მინდა, ყველა მშობელმა გაითვალისწინოს, რომ მიაქციოს ასეთ ფაქტებს ყურადრება, როდესაც შვილი მოგიყვებათ მსგავს ამბავს, კარგად მოუსმინეთ არ დატოვოთ რეაგირების გარეშე"- აცხადებს კონფიდენციალური წყარო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42