ქედის ჩხავერის კრეფაში ზურაბ პატარაძე ჩაერთო
საზოგადოება - 11:35, 12 Nov, 2017     1382

წარმატებული რთველის შემდეგ ქედაში, სოფელ ვაიოში, გვიანი ჯიშის ყურძნის, ცნობილი ქედის ჩხავერის კრეფა დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შავიშვილების ოჯახს ესტუმრა და ჩხავერის პირველი მოსავლის აღებასა და ყურძნის დაწურვაში მიიღო მონაწილეობა.
ზურაბ პატარაძემ ქედის სახალხო დღესასწაულის „შემოდგომა ქედაში“ მონაწილე სტუმრებს რთველის დაწყება მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ ქედაში იგეგმება.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაიოში. მიხარია, რომ დღეს ვესწრები რთველს და ერთ-ერთ ულამაზეს ოჯახში ვარ სტუმრად. კომპლექსურად უნდა მივხედოთ და შევხედოთ ჩვენს წარმატებულ პროექტებს. ამ ოჯახმა პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიიღო დაფინანსება და დღეს უკვე აქ არაჩვეულებრივი საოჯახო ტიპის სასტუმრო არსებობს. აქვეა ვენახები, მოდის ჩხავერი, ცოლიკაური. ნებისმიერ სტუმარს, უცხოელ თუ ქართველ ტურისტს აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა რთველში და უშუალოდ თვითონ დაწუროს ღვინო, გაეცნოს ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ყურძნის კრეფისას.
შავიშვილების ოჯახს საკუთარი საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს. ოჯახმა გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 10 000 ლარის ოდენობით დაფინანსება მოიპოვა და სასტუმრო მოაწყო. წელს, უკვე, სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტებს მასპინძლობდა.
ბოლო 3 წლის განმავლობაში ქედაში ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 57 ფერმერმა სულ 446 276 ლარით ისარგებლა. მათ შორის სატუმროებისა და ღვინის მარნების ქსელის გასაფართოებლად 26 პროექტი დაფინასდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42