დავით ქირია ხვალ Kunlun Fight-ის 1/4 ფინალში იბრძოლებს და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს დაუპირისპირდება
სპორტი - 11:56, 11 Nov, 2017     2778
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიკბოქსიორი, გლორის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, 2009 წლის ევროპის ჩემპიონი კიოკუშინკაი კარატეში - დავით ქირია 12 ნოემბერს, Kunlun Fight-ის ეგიდით მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ჩინეთში იბრძოლებს.


ქართველი კიკბოქსიორი ორთაბრძოლას გამარათავს ტაილანდელ სუპერბონ ბანჩამეკის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და თავის წონით კატეგორიაში საუკეთესოა.


აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში, დავით ქირიას არაერთი ასეთი დონის ტიტულოვანი მებრძოლი დაუმარცხებია.

ქირიამ, 11 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში Kunlun Fight-ის მსოფლიო ჩემპიონატი ოთხკაცა ტურნირის შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო.

დავით ქირიამ პირველ ბრძოლაში ENFUSION ვერსიით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი ჯონაი რისკო დიდი უპირატესობით დაამარცხა, ხოლო ტურნირის ფინალში კი რუმინელი კრისტიან მილეა პირველივე რაუნდში ნოკაუტით გამოთიშა ასპარეზობას და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. მერვედფინალში კი რევანში აიღო - მაროკოელი მაროუნ თუთუ (Marouan Toutouh) დაამარცხა, 1/4 ფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლა გააგრძელა.

რაც შეეხება Kunlun Fight-ს. Kunlun Fight-ი წარმოადგენს კიკბოქსინგის ჩინურ უმსხვილეს ორგანიზაციას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები. KUNLUN FIGHT-ის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს სხვადსხვა ქვეყნის 64 საუკეთესო კიკბოქსიორი, რომლებიც საწყის ეტაპზე ასპარეზობენ ოთხკაციან ტურნირებში. ტურნირის გამარჯვებული გადადის მერვედფინალში და აგრძელებს ტიტულისათვის ბრძოლას.

დავით ქირიას საერთაშორისო ასპარეზზე კარგად იცნობენ.

ის Glory-ს მსოფლიო ჩემპიონი 2014 წელს გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ენდი რისტი ნოკაუტით დაამარცხა.

2009 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა კიოკუშინკაი კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი.

აღსანიშნავია, რინგზე საბრძოლველად გასვლისას ქართველ სპორტსმენს ტრადიციულად, ჩოხა აცვია. როგორც „ნიუპოსტთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში დავითმა განაცხადა, ეს მისთვის ძალიან საამაყო და მთავარი მოტივატორია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42