"აუტანელია ეს მონატრება... არავინ ეცადა სიტყვებით მაინც დავემშვიდებინე" - საბი ბერიანის დედის წერილი
საზოგადოება - 16:26, 10 Nov, 2017     11062
"თანასწორობის მოძრაობა" 2014 წლის 10 ნოემბერს მოკლული , ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას დედის წერილს აქვეყნებს:


მომენატრე! ტკივილამდე მომენატრე. წყაროს წყალივით მომწყურდა შენი ნახვა, შენთან საუბარი, მაგრამ ვერსად გიპოვე, ვეღარ გაწვდენ ხმას. შენ გაგწირეს ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებიათ. ისევ დავცარიელდი. სისუსტე ვიგრძენი და პატარა ბავშვივით ავღრიალდი. გამიჭირდა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. არ ვიცი, ამ ტკივილს როგორ გადავლახავ. ჯერჯერობით ტკივილი მუდმივად გაუყუჩებელია. ვერ წარმომიდგენია უშენოდ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. ჩვენ ხომ მარტო დედა-შვილი კი არა, მეგობრებიც ვიყავით. ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებდით.

ვერ წარმომიდგენია ჩემი სამყარო ცრემლების გარეშე. ჩემთვის უკვე ჩვევაა მუდამ ტირილი. მიუხედავად ამისა, მაინც შემომიტია ამ მონატრებამ და უკვე აუტანელი ტკივილი მაგრძნობინა. ალბათ ამასაც შევეჩვევი. ალბათ როგორმე გადავიტან უშენობას, ჩემო სიხარულო, მაგრამ ჩემი გული აწი ყოველთვის მკვდარი და ცარიელი იქნება.

მომენატრე! ო, როგორ მომენატრე. ალბათ სამარეში თან ჩავიტან ამ მონატრებას. რამდენი მიზნები დაგვრჩა განუხორციელებელი. ახლაც ცრემლით გწერ ამ წერილს. თითქოს მგონია, რომ წაიკითხავ. აუტანელია ეს ტკივილი და მონატრება. აღარავინ დამრჩა. არავინ და არაფერმა შემიცოდა. არავინ ეცადა სიტყვებით მაინც დავემშვიდებინე…

მომენატრე – გესმის?! ტკივილამდე მომენატრე. ნუთუ, სამუდამოდ მიმატოვე და გადახვედი სხვა სამყაროში? ნუთუ უჩემობას არ განიცდი? ჩემი ერთადერთი თხოვნაა, რომ თან წამიყვანო და აქ არ დამაგდო ესე, უპატრონოდ. მეტი აღარ შემიძლია. აქაურობა მეზიზღება. ეს სახლიც ტკივილის მეტს არაფერს მახსენებს. ამ ქვეყანაზე სამართალი არ ყოფილა. დღემდე დაუსჯელია შენი მკვლელი. ახლა ჩემი ერთადერთი სურვილია შენი მკვლელი საკადრისად დაისაჯოს. ის არაადამიანი… მართალია ეს შენს თავს ვერ დამიბრუნებს, მაგრამ ოდნავ გულზე მომეშვება და მგონია, შენი სულიც დაისვენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42