საქართველოს ბანკმა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:58, 10 Jul, 2013     1313
განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა გააკეთეს და თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შვიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 180 მეგავატს შეადგენს, ხოლო პროექტების საერთო საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრება.



კომპანიასა და ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პირველ ეტაპზე (12–14 თვე) "საქართველოს ბანკის" თანადაფინანსებით აღნიშნული ჰესების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა განხორციელდება, რაც ჰიდროლოგიურ, გეოლოგიურ, გარემოზე ზემოქმედების, ეკონომიკურ და ადგილობრივი სოციალური ეფექტის დეტალურ შეფასებას გულისხმობს. მემორანდუმით, ამ ფაზაზე დაფინანსების წყაროებში "საქართველოს ბანკის" წილი 85 პროცენტია, ხოლო GEDF-ის თანამონაწილეობა - 15 პროცენტი.



პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე იგეგმება ყველა ეკონიმიკურად მომგებიანი ჰესის მშენებლობა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და მსგავსი პროექტებისთვის მსოფლიოში მიღებულ გარემოს დაცვისა და სოციალური ზემოქმედების სტანდარტებს. ჰესების მშენებლობა ძირითადად უცხოური ინვესტიციებით განხორციელდება, რომელსაც "საქართველოს ბანკი" და GEDF-ი ერთობლივად მოიზიდავენ.



აღსანიშნავია, რომ ამ პროექტების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დაფინანსებით უკვე მომზადდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42