თუ ყურძენს ფაროსანა შეერია, ის ღვინო აღარ ვარგა - ნინო ჩხობაძე
საზოგადოება - 14:30, 10 Nov, 2017     4090

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე საქართველოში ფაროსანას გავრცელების საფრთხეზე საუბრობს. როგორც ჩხობაზმ "კვირას" პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, ხორბალი ფაროსანას ბუნებრივი საკვებია, ამიტომ, ამ მხრივ, რადიკალური ღონისძიებაა გასატარებელი.

"სამწუხაროა, მაგრამ ფაროსანა ვენახსაც მიადგა, მოსახლეობის თქმით, თუ ყურძენს ფაროსანა შეერია, ის ღვინო აღარ ვარგა, სხვა გემოს აქვს. ქათამი კი, რომელიც ფაროსანათი იკვებება, არ იჭმევა, სპეციფიკური სუნი აქვს. ეს არის პოპულაციური აფეთქება კლიმატის ცვლილების ფონზე”,- ამბობს ექსპერტი.

ნინო ჩხობაძემ ყურადღება ფაროსანას განადგურების საშუალებებზეც გაამახვილა.

“რაც შეეხება მომავალ წელს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელ პრობლემას, ფაროსანას ბუნებრივი საკვები ხორბალია, რაც აღმოსავლეთშია და თუ რაიმე რადიკალური ღონისძიება არ გავატარეთ, სოფლის მეურნეობისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

ფიზიკური განადგურების მეტი, ფაქტობრივად, არაფერი მოქმედებს მასზე. სწორედ ამ მეთოდით ებრძვიან სხვა ქვეყნებშიც, ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ვისაც ფაგები გამოჰყავთ, მათ გამოეყვანათ სპეციალური ფაგი ფაროსანასთვის. თუ არა და, ისევ არსებული მეთოდები: შეწამვლის დროულად გაკეთება და სახლებში ფიზიკური განადგურებაა.

დასავლეთ საქართველოში პრაქტიკულად ყველაფერზე პრობლემაა, რადგან მოსავალი ვერ აიღეს”,-განაცხადა ნინო ჩხობაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ფაროსანას ბიოლოგიური გზებით განადგურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიოლოგიური მტრის კალიის, კრაზანას შემოყვანა უკვე ადამიანისთვისაა საშიში და ეს პროცესი ძალიან კარგად უნდა იყოს შეფასებული. მოსახლეობის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჩიტები, ფრინველები გაქრნენ, მაგრამ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ნინო ჩხობაძე ვერ ასახელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42