"გთხოვთ, გამოიყენოთ კვიპროსთან შეხვედრა და ფედერაციის სახელით დაგმოთ ლგბტ-ადამიანების ჩაგვრა და ძალადობა"- მიმართვა ლევან კობიაშვილს
საზოგადოება - 16:41, 09 Nov, 2017     4800

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის წევრ ლევან კობიაშვილს წერილით მიმართავს. ისინი კობიაშვილს მოუწოდებენ , რომ გამოიყენოს კვიპროსთან, 10 ნოემბერს დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით გარკვეული, მისთვის მისაღები ფორმით დაგმოს ჩაგვრა და ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ:

გურამ კაშიას მიმართ გამოვლენილი აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მძლავრია ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები საქართველოში. კაპიტნის სამკლაური, რომელიც გურამ კაშიამ ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გაიკეთა, საქართველოში კიდევ უფრო დიდი აგრესიის სიმბოლოდ იქცა.

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას და დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური სახელმწიფოა ევროპაში: იზღუდება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, თანაცხოვრების უფლება, გაზრდილია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვი ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე, რაზეც სახელმწიფოს ადეკვატური პასუხი არ აქვს. უფრო მეტიც, ხშირად სამართალდამცავი ორგანოები თავად გვევლინებიან ჩაგვრის და ძალადობის წყაროდ და მონაწილედ.

ამ პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის პატივცემული ადამიანების მხრიდან საჯარო პოზიციის დაფიქსირება. ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში განსაკუთრებით რთულია საზოგადოებაში გაბატონებული მცდარი წარმოდგენების წინააღმდეგ წასვლა, თუმცა სწორედ ასეთ მომენტებშია მნიშვნელოვანი სწორი პოზიციის დაფიქსირება. დღეს, ისე როგორც არასდროს, თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, გარდატეხა მოახდინოთ ქართულ რეალობაში. თქვენ გაქვთ შანსი, იდგეთ ისტორიის ნათელ მხარეს და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანოთ ქვეყანაში თანასწორობის დამკვიდრების კუთხით. ამიტომ გთხოვთ, გამოიყენოთ კვიპროსთან, 10 ნოემბერს დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით გარკვეული, თქვენთვის მისაღები ფორმით დაგმოთ ჩაგვრა და ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება, თუ ამას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და როგორც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, ასევე სანაკრებო დონეზე, ფეხბურთის ფედერაცია უფრო აქტიურად ჩაერთვება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე სპორტის თანმდევი კომპონენტია და ქართულ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხბურთის და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების როლი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ამიტომ გთხოვთ სათანადო გამოხმაურება და მხარდჭერა გამოუცხადოთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ყველაზე მეტად იჩაგრებიან საქართველოში.

“თანასწორობის მოძრაობა” მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, რომ ერთიანი ძალით შევძლოთ ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაში თანასწორობის მისაღწევად და გასამტკიცებლად.“- აღნიშნულია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42