ჩერნოვერცკის ფონდის უფასო სასადილო კი ცდილობს არ მოაკლოს ჩვენს პატარა ბენეფიციარებს რძის პროდუქტები, რაც ასე აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
ამ საქმეში მეტად დიდი როლი ენიჭება საწარმოო ოგანიზაციების თანადგომასა და დახმარებას!
ამ დღეებში, ფრანგული კომპანია “Danone”–სწარმომადგენლობამ საქართველოში ხაჭოსა და იოგურტის 1700 კოლოფი გაიღო ჩვენი ფონდის უფასო სასადილოსთვის.
ასეთმა გულუხვმა საჩუქარმა დაამშვენა ჩვენი პატარა ბენეფიციარების მაგიდა, რომლებმაც სიამოვნებით მიიერთვეს "რასტიშკას" უგემრიელესი პროდუქცია.
ჩვენ გულითად მადლობას ვუხდით ამ კომპანიას დახმარებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მის მაგალითს მიბაძავენ სხვა საწარმოებიც.
თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ჩვენს ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე
GE15TB7194336080100003 ან
GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სასადილო)
ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან
მასალის გამოყენების პირობები






