ლონდონის შემდეგ საქართველო - ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარიამ ადამაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 14:24, 06 Nov, 2017     2230
„მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში” – ამ სახელწოდების წიგნის წარდგენა გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის მარიამ ადამაშვილის ეს ნაშრომი ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებაში პირველი ცდაა გამოკვლეულ იქნას საზოგადოების პოლიტიკური კულტურა, განისაზღვროს მედიის როლი პოლიტიკურად კრიზისული სიტუაციების გაშუქებისას, ასევე დადგინდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე მისი ზეგავლენა. საქართველოში მიმდინარე გარკვეული პროცესები დასავლურ მედიასივრცეში საკმაოდ ვრცლადაა განხილული, თუმცა აღნიშნული კვლევა ინგლისურენოვანი თუ სხვა უცხოელ ავტორთა შეფასებების თავმოყრისა და კომენტირების პირველი შენთხვევაა.

წიგნში წარმოდგენილია, თუ როგორ აშუქებდნენ დასავლეთის ბრენდ-მედია ორგანიზაციები 2003-2013 წლებში საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ კრიზისებს, ასევე განხილულია მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების საკითხი, რაც დღემდე სისტემატური და ობიექტური კვლევის საგნად არ ქცეულა საქართველოში. ნაშრომში თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით განხილულია ქართული მედიასივრცის პრობლემები და მისი განვითარების ტენდენციები. ნაშრომი განკუთვნილია მედიის, პოლიტიკის, სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისა და აგრეთვე, ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. წიგნში გამოყენებულია ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძისა და ზურაბ ქურციკიძის ფოტონამუშევრები.

ღონისძიებას დაესწრნენ თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორი თამაზ ჯოლოგუა; პოპულარული ტელეწამყვანი და ჟურნალისტი, პედაგოგიკის დოქტორი ნუგზარ რუხაძე; ჟურნალისტი, რეჟისორი და პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე; თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი რევაზ ჯორბენაძე, ასევე პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი თარგამაძე და სხვა საპატიო სტუმრები.

ნაშრომი საკმაოდ დადებითად შეაფასდა. მოწვეული სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ კვლევის თეორიული და ემპერიული მეთოდების გამოყენება ნათლად წარმოაჩენს ქართულ მედიაში არსებულ საერთო სურათს. „შინაარსობრივი თვალსაზრისით კი, ნაშრომის სტრუქტურა მკაცრად დაცული, პრობლემაზე ორიენტირებული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და მარტივად აღსაქმელია, ფორმალური კუთხით სამეცნიერო სტანდარტების სრული დაცვითაა შესრულებული, გამოყენებული ლიტერატურა და მითითებული წყაროები კი მეტყველებს ავტორის მიერ აღნიშნულ სფეროში არსებული ლიტერატურის ყოვლისმომცველი კვლევის ჩატარებაზე. მთლიანობაში, საქმე ეხება ნაშრომს, რომელიც დიდი მონდომებითა და საგნობრივი ცოდნით არის დამუშავებული. ერთი მხრივ, კვლევის შედეგები, ავტორის მიგნებები და დასკვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს განვითარების პროცესში მყოფ, ახალგაზრდა დემოკრატიის სახელმწიფოში მასმედიის ფუნქციონირების იდეალური სტანდარტების სტრუქტურირებული და კონკრეტიზებული ანალიზისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ნაშრომი ქმნის კარგ საფუძველს ქართულ სამეცნიერო სივრცეში ჯერ კიდევ სიღრმისეულად შეუსწავლელი მიმართულებით შემდგომი სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად“.

სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნულ ნაშრომში დასმული საკითხები გულწრფელი წუხილი და მცდელობაა იმისა, რომ მედიამ ახლო მომავალში იპოვოს განვითარების გზა მთავარი ღირებულებების კვალდაკვალ. სწორედ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი, მედია უპირობოდ ჩადგეს საზოგადოების სამსახურში, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებისა და პოლიტიკური კრიზისების პირობებში სახელმწიფო ინტერესების განუხრელი დაცვით.

ასევე აღნიშნავდნენ,რომ ვერცერთი რეფორმა წარმატებული ვერ იქნება, თუ ხელისუფლებას არ ექნება ზუსტი წარმოდგენა, თუ როგორია საზოგადოებრივი დაკვეთა, ხოლო საზოგადოებას არ ექნება მკაფიო ინფორმაცია იმაზე, თუ რა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ფინანსურ საფუძველზე დაყრდნობით აპირებს ხელისუფლება მისი მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას და იმედს გამოთქვამდნენ, რომ ნაშრომის მთავარი მიზანი, მედიის დამოუკიდებლობა, საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისათვის მედიასივრცის ხელმისაწვდომობა, მედიის, როგორც საზოგადოების ინფორმირებული არჩევანის საშუალების არსებობა, მედიის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დახვეწა, უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა, რაც ძლიერ საფუძველს შექმნის დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარებისთვის.

ასევე გამოითქვა აზრი, რომ წიგნში წარმოდგენილი მასალა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს XXI საუკუნის დასაწყისის თანამედროვე დასავლური და ქართული ჟურნალისტიკის საკითხების კვლევისას და როგორც მაღალპროფესიულად შესრულებული ნაშრომი, იგი უნივერსიტეტებში სადაც მედიას ასწავლიან, დამკვიდრდეს როგორც სასწავლო ლიტერატურა.

ცნობისთვის, წიგნის პრეზენტაცია პირველად ლონდონში, ინგლისში მოღვაწე ჟურნალისტის - გიორგი ლალიაშვილის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ღონისძიებას სამეფო აზიურმა საზოგადოებამ უმასპინძლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42