კაცი რომელსაც მსოფლიო იცნობს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს-ხურვალეთელი დათას გასაჭირი
საზოგადოება - 13:36, 06 Nov, 2017     3225
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დათა ვანიშილი, რომელიც 2011 წელს, სოფელში გავლებული მავთულხლართების გამო, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მეუღლესთან ერთად აღმოჩნდა, დახმარებას ითხოვს. დათა ვანიშვილმა საკუთარი გასაჭირის შესახებ „ნიუპოსტს“ დეტალურად უამბო. 80 წლის მოხუცი, რომლიც მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა და მის სანახავადაც ხურვალეთშიც სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებიც არაერთხელ ჩავიდნენ, მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს. კერძოდ, ვანშვილი ამბობს, რომ გამოსაზამთრელად არ აქვს შეშა, მეუღლე ავად ჰყავს და შვილიშვილი ოკუპანტების ზეწოლების გამო, ვლადიკავკაზში წავიდა.

„დედასთან წავიდა ორჯონიკიძეში, აქ არ უსვენებდნენ, ემუქრებოდნენ მავთულხლართების ქვეშ იპარები და გადადიხარო. ადგა და წავიდა, რომ დაიჭირონ ახალგაზრდა ბავშვია და რავი რაზ უზამენ. ახლა კი მეუღლესთან ერთად გაჭირვებით ვცხოვრობ, შეშა ჩვენ არ გვაქვს, ქვევით არ მიშვებენ, ჩემს ნაკვეთებში არ მიშვებენ, როგორ ვიცხოვრო? თუ დაგინახეთ გადახვედიო, პირდაპირ ცხნცვალში წაგიყვანთო, დამემუქრნენ. პურს არ მაძლევენ ლარებზე, რუსული ფული საიდან მოვიტანო?“-ამბობს დათა ვანიშვილი.

იგი ასევე გვიამბობს, თუ როგორ სთხოვდნენ ცოტა ხნის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები რუსული პასპორტის აღებას, რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა. „ცხინვალიდან მილიციელი ჩამოვიდა, მილიციელი და მე მითხრა, რომ აიღე რუსული პასპორტი თორე აქედან წადიო. მე ვუთხარი როგორ წავიდე, სახლითქო? და მიპასუხა, მაგნაერი სახლები ერთი და ორი დავანგრიეთ და დავწვითო?!“-ამბობს დათა.

მოხუცი იმ დღესაც იხსენებს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის გამო, ცხინვალში გადაიყვანეს და კატეგორიული გაფრთხილება მისცეს, რომ არ გადაეკვეთა ხელმეორედ ე.წ. საზღვარი და არ გადმოსულიყო ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა, დათა ვანიშვილმა საოკუპაციო ძალების ბრძანება არ შეასრულა და მოქალაქეობრივი ვალი მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზეც მოიხადა.

„არჩევნებზე ვიყავი, გავიპარე და მივედი. ვერ დამინახეს, ისე გავიპარე. შარშანაც გავიპარე და პირდაპირ სახლში მოვიდნენ, აქტი შეადგინეს 2000 მანეთის. ცხინვალში წამიყვანეს, არჩევნებზე ხმა რათ მიეციო?! აქ მაცხოვრებელი ვარ და მა რა უნდა მექნათქო? მაშინ აქედან წადიო!“-გვიყვება დავით ვანიშვილი.

მოხუცი ყველაზე მეტად სწუხს, რომ მეუღლე ავად ჰყავს და სათანადო დახმარებას ვერ უწევს.

„ჩემი მეუღლე ავადაა, არ შეუძლია, ერთი ორი სიტყვაც კი რომ გითხრათ, აქამდე რომ ჩამოვიდეს. სად წავიყვანო ექიმებთან? შემომთავაზეს რუსებმა, ცხინვალში ან ლენინგორში წავიყანთო, უარი ვუითხარი. აქ კი ექიმებთან არ მიშვებდნენ.“-ამბობს დათა.

შეხვედრის დასასრულს დატა ვანიშვილი აცხადებს, რომ მადლობელია პრეზიდენტის საჩუქარით. დავით ვანიშვილის თქმით, წინა ვიზიტისას, გიორგი მარგველაშვილი მას დაპირდა რომ მიწის დასამუშავებლად ტრაქტორს გადასცემდა, პრეზიდენტმა კი პირობა მალე შეასრულა. „ვენაცვალე მაგას, ტრაქტორს დამპირდა და მომიტანა. ხელის ტრაქტორია. გავასუფთავებ და მოვხნავ მიწას.“-აცხადებს დავით ვანიშვილი, რომელსაც იმედი აქვს, რომ შვიდი წლის წინ, მავთულხლართების მიერ გაყოფილ ხელოვნურ ბარიერს მალე ბოლო მოეღება და უკუპანტიც მის მიწაზე აღარ ივლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42