საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ბიორკი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს წარუდგენს. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამოდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან. ორივე კონცერტის ფარგლებში შესრულდება ახალი სიმღერებიც.
კონცერტების მასპინძელი მუსიკალური პლატფორმა SOU-ა. SOU - არაცნობიერის ნაკადს ნიშნავს. არაცნობიერის ნაკადი კი, ის მუსიკაა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ცნობიერი წესრიგიდან, გაუკვალავ სმენად ველში გადავყავართ. ფესტივალის მთავარი ინტერესები მუსიკალური ექსპერიმენტები, ხმის კვლევა, ახალი გამოწვევები და მეთოდებია მუსიკალურ თვითგამოხატვასა თუ ვიზუალურ რეპრეზენტაციაში, რაც კულტურული მეხსიერების გაღვიძებასა და ახალი სრულიად ახალი სააზროვნო სივრცის გახსნას ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები