"მანდ არ ჩამომესვლება. სამუდამოს მომისჯიან" - წერილი, რომელიც დაკარგული სამხედროს ოჯახმა მიიღო
საზოგადოება - 13:38, 03 Nov, 2017     8012
მედიაში გავრცელდა წერილი, რომელსაც თაღლითობის ბრალდებით დაკავებულები 2016 წლის აგვისტოში, გონიოში, ზღვაში, წვრთვნების დროს გაუჩინარებული სამხედროს გიორგი ნანეტაშვილის სახელით მის ოჯახს უგზავნიდნენ.

,,სალამი ყველას! კარგად ვხვდები ჩემს გამო რაც გადაგხდათ. ვიმყოფები თურქეთის ძაან მიყრუებულ ადგილას. საქმეები კარგად მოვაგვარე. ახალი საბუთები მაქვს. მანდ არ ჩამომესვლება. სამუდამოს მომისჯიან. ერთი სიტყვა არავის არ უთხრათ ჩემს შესახებ, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მანდ რომ დავრჩენილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი. ძალიან დამეხმარა ერთი ქართველი. დაქირავებულ ჯარშიც გამიფორმა საბუთები. 1 წლის მანძილზე 80 000 $ იძლევიან, საწყობში ვიქნები, თან რუსული პასპორტით, რუსეთში ცხოვრება გარანტირებული მაქვს, პრობლემა შემექმნა. ადამიანს, რომელიც დამეხმარა, მამასავით მედგა გვერდზე, მას ვუღალატე და მისი ახლობლისთვის განკუთვილი 39 000 $ მოვხსენი ბანკიდან და დავხარჯე ჩემი საბუთების და ბინის და კვებისათვის. ახლა მომაგნო და არ ვიცი რა ვქნა. 7დღეში როგორც გინდა იშოვნე და ჩარიცხე ისე, რომ ხმა არ ამოიღო არასდროსო. ამ კაცმაც რა ქნას. მართლა, გთხოვ იქნებ 1 წლით მისესხო და 80 000 რომ ავიღებ, სულ ყველას, 5 000 გარდა თქვენ მოგცემთ.

ბოდიშს ვიხდი ჩემი კარნახით წერს ჩემი თურქი ქართველი მეგობარი. არ მინდა ვინმემ ჩემი ხელწერა იცნოს. ჩემს სახელსაც იმიტომ არ ვახსენებ და არც ჩემებს, რადგან შეიძლება უშიშროება ჩემზე მუშაობდეს. მე გავიგე, რომ მათ ეჭვები აქვთ, რომ არ დავკარგულვარ. ყველა მომიკითხე. ყველაფერი კარგად იქნება. გკოცნით ყველას. ეს სასწრაფოა. ბანკის ნომერი ამოიწერე და წერილი დაწვი. როცა დავრწმუნდები არ მითვალთვალებენ, ყველას დაგიკავშირდებით. მხოლოდ ეს მაქვს პრობლემა, დანარჩენი კარგად ეწყობა. 10 დღეში ჯარში წავალ, თუ ეს თანხა გადავიხადე“ ნათქვამია წერილში.

დაკარგული სამხედროს, გიორგი ნანეტაშვილის ოჯახისთვის ფულის თაღლითურად გამოძალვის ბრალდებით 3 ადამიანია დაკავებული, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით, წერილებს მხოლოდ ერთი ბრალდებული წერდა, რაც კალიგრაფიული ექსპერტიზით დადასტურდა.

ოჯახის ინფორმაციით, 1 წლის წინ დაკარგული შვილის, გიორგი ნანიტაშვილის, სახელით მშობლებთან 4 წერილი გააგზავნეს. წერილის ავტორი თავს დაკარგულ ჯარისკაცად ასაღებდა. წერდა, რომ თურქეთშია და პრობლემების მოსაგვარებლად 39 ათას დოლარის გადარიცხვას ითხოვდა.

წერილებში დაკონკრეტებული იყო ანგარიშის ნომერი, სადაც დაკარგული ჯარისკაცის ოჯახს 39 ათასი დოლარი უნდა გადაერიცხა. ნანიტაშვილების ოჯახს ეჭვი პირველი წერილის მიღების შემდეგ შეეპარა და საგამოძიებო უწყებას მიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42