საქართველოში ქალის ხელფასი არც ერთ სფეროში არ არის უფრო მაღალი, ვიდრე კაცის - საქსტატი
საზოგადოება - 12:57, 03 Nov, 2017     2542
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა, ხოლო კაცთა რიცხოვნობა თითქმის უცვლელი დარჩა. დასაქმებული ქალების და კაცების რიცხოვნობა, ამავე პერიოდში, თითქმის თანაბრად 2%-ით გაიზარდა. 2016 წელს, დასაქმებულთა 47%-ს ქალები, ხოლო 53%-ს კაცები შეადგენდნენ.

2016 წელს, ქალებში აქტიურობის ყველაზე მაღალი დონე 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება (81%). დასაქმების დონის გაანალიზებისას, აღსანიშნავია, რომ დასაქმების დონე ყველაზე მაღალია (73%) იმავე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო ყველაზე დაბალი _ 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (18%). რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს 15-24 წლის ასაკის ქალებში (29%). 2016 წელს, კაცების აქტიურობის დონე მაღალია (94%) 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო დასაქმების დონე _ 35-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში (80%). ისევე როგორც ქალებში, ასევე 15-24 წლის კაცებშიც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია (31%), ამ ასაკში თითქმის ყოველი მესამე კაცი უმუშევარია.

დასაქმებული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი საშუალო ზოგადი განათლების მქონეა. 2016 წელს დასაქმებულ ქალთა 38%-ს, ხოლო კაცთა 44%-ს საშუალო ზოგადი განათლება ჰქონდა.

უმუშევარი ქალების რიცხოვნობაში ყველაზე დიდი წილი უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობას უჭირავს, ხოლო კაცებში საშუალო ზოგადი განათლების მქონეს. 2016 წელს, უმაღლესი განათლება ჰქონდა უმუშევარ ქალთა 47%-ს, ხოლო კაცთა 44%-ს ჰქონდა საშუალო განათლება.

2015 წელს, ქალების საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა შეადგინა 693 ლარი, ხოლო კაცების - 1 074 ლარი.

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობამ 2015 წელს 627 ათასი შეადგინა (2007 წელთან შედარებით 58%-ით მეტი). ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ქალთა 54% და კაცთა 58% მსხვილ საწარმოში მუშაობს.

2015 წლის მონაცემებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულ კაცთა შრომის საშუალო თვიურმა ნომინალურმა ანაზღაურებამ 1 044.0 ლარი შეადგინა, რაც 364 ლარით აღემატება დასაქმებულ ქალთა შრომის საშუალო თვიურ ანაზღაურებას.

2015 წლის მონაცემებით დასაქმებულ ქალთა მთლიან რიცხოვნობაში საქმიანობის სახეების მიხედვით, ქალთა ხელფასი არც ერთ სფეროში არ არის უფრო მაღალი, ვიდრე კაცთა ხელფასი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42